geo-geneale art
 

This is my diary (Journal/Blog).You can comment on my entries. In some groups entries may be added by all website users.

Add to Favorites Send me an e-mail
 
* What is new?
* About me
* Photos
* File archive
* Blog
* Forum
* Pages
* Chat
* Counter
* Friends
* Tags
* Polls

Interesting websites
Visitors
Calendar
<
April 2014
>
MTWTFSS
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
I have no friends
Top commentators
teonikka teo
Comments: 1
Other sites
twinzz anthony fuller
crazyclips dusan vujic
sulxana giorgi sulxanishvili
crnogorac1 Zdravko M
mp3remixes-best Aggelos
Subscription
E-mail: 
Back to homegeo-geneale art / Blog / ქართული პროზა / გრიგოლ რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძე

Posted byText

geo-geneale Send a message
geo-geneale art
გრიგოლ რობაქიძე
2263 days ago 07.02.2008 18:07:47 Quote('1630655','1630655','5','325636')">Report spamფალესტრა

(დაუმთავრებელი რომანი)

კ ა მ ა რ ა პ ი რ ვ ე ლ ი

კარგია, როცა გაზაფხულის პირი ვაჟკაცის სხეულში ჯერ კიდევ მწიფობას აგრძელებს. ასე ფიქრობს ადოლფ უნგარ. უფრო კარეგია, როსცა მწიფობის ხანა ნადირის ჯანმრთელობით მიდის.. ადოლფ უნგარს სირაქლემას კუჭი აქვს და არაბული ცხენის გული. /რა უნდა მასთან მოდუნებას ან მელაქოლიას? ტანი მისი დაქნილია და მაგარი. მას შეუძლია სამ მილზე გასცუროს მდინარე. კუნთები მისი დახვეწილია და ძარღვები დათასმული. აი ახლაც, როცა იგი ავტორს მიაქანებს, ამ მწვანე მუდოს ლითონისას, რომელიცმ მას ერთმა განთქმულმა ფირმამ უთავაზა, ახლაც დაძაბულია იგი სიმახინჯით. ტყვილად არ უთხრა მას ერთმა ლამაზმა: ინგლისელი ლორდი შოფერის რელიეფით. მაგრამ ადოლფ უნგარ შოფერი არაა : იგი კინორეჟისორია.
ადოლფ უნგარ თვითონ მართავს მანქანას. მას უყვარს დიდი ქალაქის გახურებული რიტმები. ქუჩები: თითქო გაფისული სარკეები, საცა ლეგა ნისლები ისახებიან. პარალელები და პერპენდიკულარები. კუბები და კვადრატები. ხიდები და ვიადუკები_თითქო რკინაბეტონის ცისარტყელები. მეტროს ხვრელაბი, საცა ლითონის მხეცები ისე შიშინობენ, თითქო წინაგრძნობენ უცაბედ ეპილეპსიას. ომნიბუსები_ როგორც გახელებული პოლიპები. ტაკსები_ტაკსები უთვალავი: გაქანებული წერტილები ლითონის ჭიანჭველების. ყველაფერი ეს უყვარს ადოლფ უნგარს. ერთმა პოეტმა ქალაქის რიტმებში "მექანიკის მალიარია" იხილა. მაგრამ ბაქტერიოლოგიულ ინსტიტუშსი სათანადო ინსტუმენტით მალიარიას რომ დაინახავ, უფრო ყავავილოვანს და უფრო ფანტასტიურს სხვას ვერას წარმოიდგენ. ეს იცის ადოლფ უნგარმაც. ხედავს იგი მრავალსართულიან სახლებს და ეკლესიების მაღლა აზიდულ გუმბათებს_და ჰგოლნია: თითქო უზარმაზარი ხომალდები დაყუდებულან ოკეანეში. ქალაქს ნისლი დასწოლია_ და ელექტროს ღვარებში გალეშილი_იგი მართლაც ოკეანეს წააგავს განათებულს(თუ ატეხილ ლებიათანს?

ადოლფ უნგარ ქალაქში ავტოს მიაქანებს. მას უყვარს ეს უწყვეტი დენა მასსების. ბევრისათვიე ეს მასსები ანგრეული ბუდეებია ჭიანჭველების. მაგრამ ადოლფ უნგარმა იცის რომ ხანდახან კარგია ჭიანჭველობაც და არ უცხოობს იგი ამ ბუდეებში გასავლას. იგი სიამესაც გრძნობდა, როცა ერთვის მასსების დენას. თითქო მოსცილდა საკუთარ მეს, არა , "მოსცილდა" კი არა, "დაშორდა" მხოლოდ, და ჭიანჭველის ინსტიქტით იკვლევს გზას . ეს ინსტიქტი კი უტყუარია. ადოლფ უნგარ ჭიანჭველად ქცეული, სომნამბულას ემსგავსება, რომელიც უფსკრულისპირას უშიშრად გაივლის. ჰგაღვიძxeბა მას კიდეც ავნებს. ეს სიმარჯვე, როცა " მოქნეული " არ სცილდება "მოზომილს", კიდევ უფრო იზრდება, როცა რომელიმე მატერიალურ სხეულს ხარ შეხორცებული, რომელსაც თვითონ ამოძრავებ.ასეთი სხეული ავტოა, რომელიც შოფერს კი მარა შენ მიგყავს. ეს საიდუმლო დინამიზმისა და ჯარგად იცის ადოლლფ უნგარმა. აი ეხლაც, როცა იგი შოფერობს თვითონ, ფიზიკური ზალი ტკბობით არის აყვანილი. ადოლფ უნგარ ავტორს ეხორცება. მისი "მე" კი სადღაც შორს რჩება და ამ შიშორიდან ფიქრების დენას მზერს.

კინორეჟისორი განზე იხედება. სააფიშე სვეტზე მოსჩანს დიდი პლაკატი: ცხენს მიაჭენებს თმაგაშლილი ქალი. პალაკატს აწერია დიდი ასოებით "ფალესტრა" . ადოლფ უნგარ ფილმს ამზადებს ამორძალთა ცხოვრებიდან. "ფალესტრა" ამორზალთა დედოფალია. იგი ომისათვის ემზადება ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ მცირე აზიაში. მზადაა ყველაფერი. ტანკვრივა ქალები ილესებიან. კიდევ უფრო მათი ხმლები. მაგრამ დედოფალი იმღვრევა: გუნება თუ ეცვლება. მზიურ ახლოვდება სახელი მაკედონელის. ფოლლიპის ძე, ბუცეფალზე მჯდარი , უძლეველი მხედარი და ყველა კიდურის გადამლახავი, ფალესტრას წინ ესახება როგორც მზის შვილი ნ ამდვილი. მზიურ ახლოვდება სახელი მაკედონელის და დედოფლის გული ჰფეტქს უჩვევი გზნებით და უცხო ნდომით. მზის შვილს შეუძლ;ია მზიურ მოხიმბლოს ქალი. ამას გრძნობს ფალესტრა და ამორძალის თეძოებში ქალი იღვიძებს, იგი უთვლის ალექსანდრე დიდს: მსურს ვიქმნე შენგან ორსული, ამორძალები ამხედრდებიან, მაგრამ უდრეკია ნება დედოფლის, მაკედონელი იგიმება: თანხმდება და მიეშურება დედოფლის მიმართ... ადოლფ უნგარ ამ შეხვედრის გარშემო ავლებს ფიქრებს. ფილმში მთავარი ეს უნდა იყოს. შვიდასი ქალი შვიდასი ცხენით მზადაა უკვე. შვიდასი ქალიყველა რასის და ყველა სტილის. ყველა მოხდენილი და ლამაზი. მაგრამ ამორძალთა დედოფალი რეჟiსორს ვერ უპოვნია. ქალი, რომელშაც სრულყოფილია თითქო მთელი სქესი ქალთა და რომელიც ეომება ამავე დროს კაცების კლანებს, ქალი, რომელსაც ვერ ძლევს სიყვარულით ვერა რომელი ვაჟ, ასეთი ქალია ფალესტრა, რომელიც მხოლოდ ერთხელ უღალატებს ამორძალთა ადათს, რომ ქალწულური მკერდი უომრათ გადაუხსნას ფილიპპის ძეს. ასეთი ქაალი ადოლფ უნგარს ვერ მოუნახავს.

უკვე შეღამდა მაგრად. უნგარ უზარმაზარ ბულვარზე ავტოს მიაქანებს. შორიდან მოსჩანს კაფე როგორც ჟღალყვითლა თვალები იზიდასი. უნგარმა მიაყენა კაფესთან ავტო. გადმოხტა. შევიდა კაფეში. კაფე აქათქათებულია თეთრ რბილი ელექტროს სინათლით. მთავარი ფერი კაფესი ორანჟიია. აქ იკრიბებიან: არტისტები და რეჟისორები კინოსი და თეატრის, პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, მოქანდაკენი, სტუდენტები, მონდენები ბოჰემის მოყვარულნი, დემიმონდენები, ემიგრანტები, ჟურნალისტები. ადოლფ უნგარ მიდის მაგიდების რიგში. აქა-იქ გაისმის ჩურჩული: „ადოლფ უნგარ", „ადოლფ უნგარ". უნგარს თითქო არ ესმის ეს ჩურჩული, მაგრამ არ შეიძლება არ შეამჩნიონ მის შუბლს სიამე. ქალები მას „ქალურ" უცქერენ. უნგარ გრძნობს „ამ" ცქერას და ტანში იწურება. მიიხედ-მოიხედა: თითქო ვიღაცას ეძებს. „ჰაა" - და ერთ მაგიდას მიაშურა კუთხეში.
„გაიცანით: მოსიე პელეტიე!.."

„ჰერრ უნგარ!.."
ამბობს დამხდური. იგი ოცდაათი წლის თუ იქნება. ბალკანის ტიპს წააგავს. გრძელი თმა შავი საშინლად აბურდული. სახე - ნაოჭებათ ქცეული ( საკვირველია პირს როგორ იპარსავს). თვალები ჟღალი, საცა იშვიათად ელვარი კიაფობს.
„ჰერრ პეტერეც!.. მაპატიეთ.. ცოტა დამაგვიანდა"...
ეუბნება უნგარ და მაგოდას უჯდება.
„არაფერი... თქვენს მოსვლამდე მე და ჩემი მეგობარი „ფალესტრაზე" ვბაასობდით.. სწორეთ იმ საკითხზე, თქვენ რომ გაინტერესებთ"...
პელეტიე, ჩასხმული და ოდნავ ჩასუქებული, მუსიკოსი და ხორეოგრაფი არის. თაფლისფერ თვალებს ცოტა მოდუნება ეტყობათ, პელეტიე ძვირად ლაპარაკობს.
მაგიდასთან უძრავად დგას გარსონი როგორც ნაცადი დიპლომატი და უცდის დაკვეთას. ფრაკი ოდნავ „შელანძღულია".
„მაგარი ყავა და მარტელი"...
უკვეთს უნგარ. გარსონი მიდის.
პეტერეცს რაღაცას თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს ორკესტრიდან „ჩარლსტონ" გაისმის. მაგიდები იშმუშნებიან: თითქო რაღაც ხელუხლები და თანავე მატერიული, მწვავე და ტკბილი, გადაეშვა უეცრად მათში. ქალები და ვაჟები ერთიმეორეს ეკვრიან და ცეკვავენ გახელებით. დირიჟორი, კაცი პატარა, სემიტის ტიპის, შარვალჩაფუშული ოდნავ, უკრავს ვიოლინოს. და, თითქო მოხეთქილ რიტმებს ვეღარ უძლებს. ირხევა და იკრუნჩხება შეკავებული ცეკვით. ზალის შუაგულში ქალები და ვაჟები ცხოველურ ნეტარებით ერთიმეორეს ეტმასნებიან. ფეხები კი განაგრძნობენ ატრიალებულ ძაგძაგს. მოსჩანან ფეხები, მარტო ფეხები, ქალების ფეხები. კაბები მოკლეა და მუხლებამდე არ წვდებათ,. ფეხები თეთრ ნაკვერჩხალისფერ ქსოვილშია და ტიტვლად მოსჩანან.
„ტიტველი კანჭები... ტიტველი მუხლები... ეს დროის ნიშანია"...
იძახის პეტერეც.
-„როგორ?.."
„ქალთა სიტიტვლე ეპოქის სტილს სახავს.. არა, მოსიე პელეტიე?.. ეს თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ"...
პელეტიე არას ამბობს. პეტერეც აგრძელებს:
„ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა სიტიტვლეში... მაგრამ არა სრულ სიტიტვლეში... ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ქალები სავსებით გატიტვლდნენ... მაშინ ვინღა მიეკარება მათ? არა, ჰერრ უნგარ?.. ჰა, ჰა, ჰა"...
იცინის პეტერეც და აჩენს ჩაყვითლებულ და ჩამძვრალჩატეხილ კბილებს. ჟღალ თვალებში ხშირია ეხლა ელვარი. პეტერეც პათოსით ლაპარაკობს. მის პათოსს თითქო მისი თმებიც იზიარებენ, ერთ ალაგს რომ არ დგებიან. პეტერეც ისწორებს ურჩ თმებს წამისწამ გაფშეკილ ხელით, რომლის გრძელ თითებზე მოსჩანან გრძელი ფრჩხილები, თითქო ძაღლის ქაცვები. პეტერეც იცინის. უნგარ და პელეტიე იღიმებიან.
„არა... ქალებმა ჩვენზე უკეთ იციან „ეს" და მხოლოდ დონეზე ტიტვლდებიან... ტოლსტოი ხელოვნების ჯადოსნობას „ოდენზე" ამყარებს... ქალები თავის ჯადოქრობას „ოდენი" სიტიტვლით ჰქმნიან... გარჩევა მხოლოდ მაშია, რომ ამ „ოდენის" მოზომვაში ხელოვანთ ქალები სჯიბნიან... არა, მოსიე პელეტიე...".

პელეტიე წითლდება და იღიმება. უნგარს ჰსურს რაღაც დაუტოვოს, მაგრამ პეტერეც აცლის ლაპარაკს.

„უწინ ქალების სიტიტვლე ყელიდან, ეხლა ფეხებიდან იწყებაა... სტილთა სხვაობა აქაა მოქცეული... ყელიდან დაწყებული სიტიტვლე რომანტიზმის ხაზი იყო. რომელიც სენსუალობაში გადადიოდა უმჩნევად... დღეს სიტიტვლე ფეხებიდან იწყება და ღმერთმა იცის რაში გადადის... დღეს ეპოქის ნიშანი ეს ტიტველი კანჭებია და ტიტველი მუხლები. აფიშებზე - ტიტველი კანჭები, ჟურნალებში - ტიტველი კანჭები. ყველგან ქალის ფეხები: პაპიროსის კოლოფზე, წიგნის ყგაზე, საცვლების რეკლამაზე... არა არის ეს დროის ნიშანი? ეს ღირს სოციოლოგიურ კვლევად"...

განაგრძნობენ „ჩარლსტონს". ქალები და ვაჟები ეკვრიან ერთმანეთს და გახელებით ცეკვავაენ. პეტერეც მათ უყურებს, და უეცრად, თითქო თემის ახალ მიაგნო, აგრძელებს სიტყვას:

„მარტო სიტიტვლე ბევრს არას ნიშნავს... ხოლო სიტიტვლე ცეკვასთან - ეს კი ყველაფერია... არა, მოსიე პელეტიე?.. შეხედეთ ამ ფეხებს, როგორ ხტიან... აქაა ჩვენი დროის საიდუმლო მოცემული... ესე ხტიან ეს ტიტველი ფეხები, თითქო ბზიკებმა დაჰკბინეს... ხტიან ხალისით, ხტიან ვნებით... ხტიან ცხოველურ, მაგრამ ვნებაში აღარ არის უშრეტობა.. თითქო დაშრეტას ელიან სხეულები და მისთვის ხტიან ასეთი გამძაფრებით... ელექტროს ლამპა დაჰქრობის წინ საშინლად განათლდება ერთი... ამ ცეკვაში ვნების დაშრეტის წინასწარი გზნებაა უთუოდ... მისთვის ხტიან ეს ფეხები ასეთი გამწარებით... ეს უტყუარი ნიშანია „ბოლოსი"... „ბოლოს" გზნება ტკივილია და სიტკბო ერთსადაიმავე დროს: თითქო ელექტროს ხაზმა გადასერა სხეული... დიახ აქ არის რაღაცას ბოლო... რად უნდოდა შპენგლერსამხელა წიგნის დაწერა... საკმაო იყო ეს ცეკვა და ეს ფეხები აეწერა... არა, მოსიე პელეტიე?..

პელეტიე არას ამბობს. მხოლოდ იღიმება. პეტერეცს შეკითხვა პაუზისთვის სჭირდება. იგი მონოლოგისტია დაბადებით და თვრება მონოლოგით.

„ტყუილია, ვითომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისაგან"...

იწყებს პეტერეც, თითქო სხვა თემაზე გადახტა. უნგარ და პელეტიე მონოლოგისტს ოდნავი გაკვირვებით აჩერდებიან. პეტერეც იღიმება და აგრძელებს.

„უფრო მართალია ჰიპოტეზი, რომ თვითონ ადამიანი გადაგვარდა მაიმუნად... დიახ, მაიმუნი დეკადენტია... ჰა, ჰა, ჰა"...

ადოლფ უნგარ სარგებლობს პეტერეცის სიცილით და ეკითხება გაოცებით:

„ეს რა შუაშია?.. ეს ანალოგია მხოლოდ... სიცრუვეა. ვითომ ზანგი, რომელმაც ეს რიტმები მოიტანა ევროპაში. ველური იყოს... იგი კულტურა-გავლილი დეკადენტია... ყიფილა დიდი კულტურული ხალხი და ზანგებში გადაგვარებულა... ზანგი - დეკადენტი... ეს რომ ბოდლერმა გაიგოს, საფლავში გადაბრუნდება... მაგრამ არა... დაიცადეთ"...

პეტერეც თითქოს სიტყვას ეძებს. არა: მიაგნო რაღაცას და უეცრად ისვრის აღმოჩენილი აზრს:
„ზანგი-დეკადენტი... ბოდლერს კიდეც გაუხარდება იმ სოფელს ეს ამბავი... იგი ხომ სატანისტურ უმღეროდა შავკანიან მადონნას... თუ არ ვცდები, კიდეც უყვარდა ასეთი... არა: ბოდლერს ჰქონდა აპოკალიპსური ინყუიცია... მან წინიგრძნო ჩვენი ხანის სურნელი... „ამ ყვავილებში" ეს ყვავილიცაა უთუოდ: სენსუალობა შავკანიანის ავხორცობით... არა, მოსიე პელეტიე?.."
პელეტიე იღიმება. პეტრეც პაპიროზს იღებს. უნგარ სარგებლობს ამ შემთხვევით:
„საინტერესო ჰიპოთეზია, მაგრამ ძაფს ვერ ვხედავ"...
ამბობს უნგარ, თითქო თავისთვის.
„აი ძაფიც... (პეტერეცმა პაპიროზს ცეცხლი უკვე მოუკიდა)... ზანგი დეკადენტია... ზანგი იპყრობს ევროპას თავის რიტმებით... ბოლო ხანს მხატვრობაში და ლიტერატურაში შემოიჭრა იგი... ევროპა იღებს ზანგს... ევროპა თვრება ზანგურით... პატარა ბიჭები ტრამვაის ბაქანზეც ვერ იმაგრაბენ ფეხებს: სტვენენ ზანგის მოტივებსა და ცეკვას უვლიან... აგრეთვე პატარა გოგოებიც - სადმე განაპირა ქუჩაზე... ევროპა ეწაფება ზანგურს... და თუ ზანგი დეკადანსია ძველი კულტურის, მაშასადამე".....
„მაშასადამე?.."
ეკითხება პელეტიე.
მაგრამ ამ წამს მეტროდიტელი პეტერეცს უახლოვდება და გადასცემს, რომ მას ტელეფონთან იხმობენ. პეტერეც წამოხტა და გავარდა. ჰაერში შერჩა „ჩაყლაპული" ფრაზა.
„მაშასადამე?.. ეს შემდეგ იყოს... რომანტისტებს უყვართ გაგრძელება"...
დუმილი, რომელიც პელეტიესთვის უფრო აუტანელია. ამას გრძნობს უნგარიც და არღვევს სიჩუმეს.

„ახირებული კაცია ეს ჩვენი პეტერეც"...

„დიახ: დიდი პარადოქსალისტია"...

„საიდან სად რას წვდება!..."

„სწორედ... მართლაც საოცარიაა ამორძალთა საიდუმლო... ვიცით ფაქტი: ამორძალები ცალკე კლანებად ცხოვრობდენ, დროგამოშვებით თავს ესხმოდნენ ვაჟთა კლანებს, მოჰყავდათ უკანასკნელნი ტყვეებად თავისთან, ემზადებოდენ „ვარდის დღესასწაულისათვის", ამ დღეს განცხრომას მიეცემოდენ ტყვე ვაჟებთან ერთდა, შემდეგ ტყვეებს ჰკლავდენ... ჩვენ ვიცით: ეს ფაქტია".

„დიახ: ფაქტია"...

„მაგრამ არ ვიცით ერთი რამ: თუკი ასე სწყურდათ ამორძალებს ვაჟთა სიყვარული, რად ჰკვეთდენ მათ თავებს"...

„სწორედ ეგ არის საიდუმლო"...

„და იცით, როგორ ხსნის ამას პეტერეც?.."

„როგორ ხსნის?.."

მაგრამ პეტერეცს უკვე მოვარდა და დიალოგი შეწყდა.

„მისტერ ლეიკ და მისი ჟანნეტ გვიხმობენ... მე და თქვენ, მოსიე პელეტიე... მე გადავეცი, ჰერრ უნგარ აქ არის თქო... ვერ წარმოიდგენთ, რა გაუხარდა... მისტერ ლეიკ შეხტა სიხარულით (ხმაზე შევიტყე)... მადამ ჟანნეტ ხომ ერთიანად ახალისდა... გთხოვენ თქვენც წამოხვიდეთ, ჰერრ უნგარ"...

„წამოვალ, მხოლოდ ეხლა ვერ, აქ ველი ერთ ნაცნობს"...

„მაშ როდის?.."

„ერთი საათის შემდეგ"...

„უთუოდ?.."

„უთუოდ"...

„მაშ არ გემშვიდობებით"...

პეტერეც და პელეტიე წავიდნენ.

ადოლფ უნგარ მარტო უზის მაგიდას. მისი თვალი ეხლა თავისუფალია. თავისუფლად ისუნთქავს (პეტერეცი აღარაა) და მაგიდებს ათვალიერებს. უეცრად ერთ მაგიდაზე ვიღაცას თვალი მოკრა და წამსვე გაშტერდა. თითქო ცქერას რაღაც მატერიალური მოხვდა და თავი განზე გადაქანდა. რატომ აქამდე ვერ დაინახა? ხედავს: გრძელი ფეხები ქალის, დაშვეტილი და მოქნილი: ფეხები - თითქო ორი მწიფე ხილი. ფეხებზე ტუფლები შავი აბრეშუმის და ტუფლებზე თხილის კაკლის ოდენა ბრილიანტი თვითეულზე. ადოლფ უნგარ თეძოებს ხედავს ქალისას. „ჰაა, ამორძალი, ნამდვილი ამორძალი". უნგარ ერთიანად შეირხა: თითქო მის სხეულს ახალი რასსა მოხვდა ფიზიკურად. ქალმა მოიხედა. უნგარმა თავი დახარა. რა ემართება? ქალმა თავი ასწია. განზე იყურება. თმები შემორგვილი. მზის ფერი, ზღვაში ჩამავალის. პროფილი: მარჯვედ კვეთილი, ოდენის სიკუშტით. თვალები თითქო სხვაგან არიან - ისე იხედებიან: ორ შავ ტალღის ფოთოლზე სრიალობს ზურმუხტის კიაფი. „ჰაა, ამორძალი, ნამდვილი ამორძალი". უნგარის ტვინში ცეცხლია და გახარება. ჩამოწვა მძიმე ინტერვალი, როცა ორის ბედს ვიღაც მესამე სწყვეტს. ვაჟი ხედავს ამორძალს და ამორძალში ხედავს ქალს: ყოველი ასო ქალის, ხელი თუ ფეხი, თვალი თუ ყური, ცხვირი თუ შუბლი, ყელი თუ მკერდი, თეძო თუ თმა, ყოველი ნაწილი ქალის თითქო თვითონ არის „ქალი", რხევით და ძრაობით. ვაჟი ქალს თვალს ვერ აცილებს. მწვანე აბრეშუმის კაბაში ქალის ტანი თითქო მოქნილი ქვის ნაკვეთია ბადეში გაკვალთული. ხედავს ვაჟი ქალს და გრძნობს: აღტაცება ქალით ცხელ ლითონად ეშვება მის სხეულში. ვაჟი სხვასაც გრძნობს: ლითონი გადნა ტანში და მთელი ტანი მოიცო. შემდეგ: გალხობილი ლითონი ისევ იკუმშება და იკვრივება , იბოჭება იმ ალაგას, საიდანაც სხეულში გადაეშვა. მაგრამ ლითონი გამოსავალს გამოსავალს ვეღარ ნახულობს და იხრჩვება ვაჟი. არასოდეს უნგარს ასეთი რამ არ უგრძვნია. უნახავს ასეთი ქალი, შესაძლოა უფრო ლამაზი, ვიდრე ეს ქალი. ჰყვარებია მრავალი ქალი, შესაძლოა უფრო მოხდენილი, ვიდრე ეს ქალი. მაგრამ ასეთი რამ ქალის პირველ ხილვის წამს მას არ განუცდია. როცა უნგარ ლამაზ ქალს ხვდება ხოლმე, ღელვას იწყებს, მაგრამ იმავე დროს გრძნობს აღვივებულ ძალას ვაჟისას. ამ ქალის წინაშე კი: მართალია,ღელავს უნგარ, მაგრამ სად გაჰქრა ძალა ვაჟის? უცნობი ლამაზის წინაშე ადოლფ უნგარ „წახდა". რაღაცამ იგრძნო მის არსში, რომ ქალმა სძლია მას: დაანარცხა, დაამცირა, გაანადგურა. ისევ ინტერვალი, როცა ორის ბედს ვიღაცა მესამე სწყვეტს.

ადოლფ უნგარ თვალს ვერ აცილებს ქალს. ვინ უნდა იყოს? ინგლისელი თუ ფრანგი, იტალიელი თუ რუსი, ჰოლანდიელი თუ ამერიკელი? არა: ეს სხვა რასაა, ჯერ კიდევ უხილავი. ქალი პაპიროზს სწევს. მარცხენა ხელის უსახელო თითზე დიდი ზურმუხტის ბეჭედი. პაპიროსის მქრალი ბოლო თითქო შარავანდს ავლებს ნათელ პროფილს. ვინ უზის გვერდით? ხმელი კაცი, რომლის სპლინი ნირვანაში აპირებს გადასვლას, მაგრამ მონოკლი აჩერებს. ელაპარაკება ინგლისურად. ამერიკელი უნდა იყოს, დაახლოებით 50 წლის. ვინც ხელის გამოცნობა იცის, დაინახავს, რომ ამერიკელის მჭნარი , მაგრამ მაინც ფუნჩულა ხელი ნაჩვევია ბაჯღლო ოქროების გადალაგებას. ამერიკელი ლაპარაკობს. ქალი არას ამბობს, განზე იყურება, თითქო არც კი უსმენს. უნგარს სურს ქალის ხმა გაიგონოს: უკანასკნელ თრობისათვის საჭიროა ეს თასიც შესვას. მაგრამ ქალი სდუმს. ვინ არის იგი ამერიკელისათვის? ცოლი? მაგრამ ცოლს ასეთი მოკრძალებით არ ებაასებიან, ქალიშვილი? მაგრამ შვილს აგრე არ ექცევიან. ხასა? და უნგარის ტვინს რაღაც კბენს. ვაჟკაცს მხოლოდ ის ანუგეშებს, რომ ქალი ამერიკელის თანაყოფას არა გრძნობს. მაგრამ ქალი არც ვისსამე თანაყოფას ამჩნევს სხვისას: არც თვითონ უნგარის იქ ყოფას. უნგარ იმღვრევა.

ქალის წინ მაგიდაზე ჟურნალებია. ქალი იღებს ერთ ჟურნალს და შლის. ჰაა, კინოჟურნალი. რომელი ნომერი? სწორედ ის საცა უნგარის სურათია მოქცეული. უნგარს უხარია და ღელავს. თვალს ადევნებს ქალის ხელს და იწურება. შინა ხილვით კი თავის თავს უცქერს. იგი მოხდენილი ვაჟკაცია. ტანად - საშვალოზე მაღალი, ჩასკვნილი და დაქნილი. ბრგე. ცხვირი: ოდნავ გაღუნული, მაგრამ „ხასიათის". ნიკაპი: ფართო და მაგარი. შუბლი - მაღალი. თვალები - ფოლად-რუხი: მეზღვაურებს რომ აქვთ. თავი გადახოტრილი და „ტატუირით" გალარუჯული. მარცხენა მაჯაზე რკინის სხვილრგოლიანი სამაჯური: თითქო ძალის ნიშანი საერთოდ: მიწაში ნახული ძველი რომაელის მედალიონი, ოდნავ გახრილი და დაჟანგული, მაგრამ მაინც მაგარი და მეტყველი. უნგარ ქალის თითებს უცქერს ჟურნალს რომ ფურცლავენ. რომელ გვერდზეა მისი სურათი? მეხუთმეტეზე. უნგარ ითვლის ფურცლებს. რათ აგვიანებს ნეტავ? ქალი კითხულობს რაღაცას. უნგარს უთმენობა ეზრდება. ეს რომელი გვერდია? მეცამეტე უნდა იყოს. და ქალი უეცრად, მეთოთხმეტეს არც კი ხედავს, პირდაპირ მეხუთმეტეზე გადადის. უნგარს ეგონა მანამდე, თავისუფლად ამოისუნთქავდა, მაგრამ სუნთქვა ეხლა უფრო შეეკრა. უნგარ ეხლა წამებს ითვლის (თუ რამდენ ხანს შეაჩერებს ქალის სურათზე თვალის ცქერას) და იჭერს ქალის სახის მეტყველებას. რად გადაფურცლა ასე მალე? არ მიიზიდა? ნეტავ თუ მოხედავს ვაჟს? უნგარ იწურება. ქალმა მართლაც მოხედა ერთი, სულ მოკლე წამით. მიხვდა თუ არა ქალი, რომ ის სურათი ამ ვაჟისაა? ან თუ მოეწონა ქალს? (ამის ალღო ვაჟს უნდა ჰქონდეს, ეს მაქსიმაა უნგარის). უნგარ უმზერს ქალს, მაგრამ ქალის სახეზე ვერაფერს ჰკითხულობს: ვერც „ჰოს" და ვერც „არას". უნგარ ოდნავ განრისხდა. ქვავურ მოკუმული ბაგე კიდევ უფრო მოეკუმა.

რა იქნება, რომ ადგეს და მივიდეს მაგიდასთან? ბოდიშს მოიხდის, გადასცემს, რომ დაეძებს ამორძალთა დედოფალს, სთხოვს „ფალესტრად" გამოვიდეს. საძრახი აქ არაფერია. უნგარ მართლაც აპირებს ადგომას. უნდა - მივიდეს, მაგრამ ქალმა მოიხედა - და უნგარ ისევ სკამზე დაეშვა მოცელილი. რა ემართება? ნუთუ მართლაც ასე „წახდა" ? ისევ ქალის მიმართ იცქირება, ხედავს: ამერიკელი საპირფარეშოსაკენ გაემართა. უნგარ იღებს სადარბაზო ბარათს და ზედ რაღაცას სწერს ფანქრით. სწერს ნერვიულად. შემდეგ გადასწყვეტს, ჩუმად გადასცეს ქალს ბარათი. მაგრამ გადაწყვეტას ვერ ასრულებს. რა ემართება? ბრუნდება ამერიკელი. „კავა, დროა წავიდეთ". ეუბნება ქალს. ჰაა, სახელი მაინც გაიგო ვაჟმა: „კავა". ეხლა თვითონაც ემზადება წასასვლელად. ანგარიშს ასწორებს და ამერიკელსა და ქალს შეპარვით უყურებს. ისინიც დგებიან. ჰოო, რა მაღალი ქალი ყოფილა! თითქმის უნგარზე უფრო მაღალია. ეხლა უნგარ კიდევ უფრო მოეშვე და კიდევ უფრო „წახდა". (ვაჟი თუ ქალზე ოდნავ მაინც მაღალი არაა, ძნელია მაშინ უკანასკნელის მორევა - ესეც მაქსიმა უნგარის). ამერიკელი და ქალი წინ მიდიან. უნგარ მათ უკან მიჰყვება. შემოსასვლელ ტრიალა კარში გადასცემს ბარათს, - ამას ფიქრობს უნგარ. ქალი ხელთათმანს იბნევს. აი მოხდენილი წამიც. რამდენჯერ გადაუცია უნგარს უცხო ქალისთვის ასეთ ადგილს პაწა ბარათი! ქალს უცბად გამოურთმევია და ხელთათმანში ჩაუბნევია. მაგრამ რა ემართება მას? ქალი სარკეში იყურება. უნგარ აგვიანებს სვლას და უკნიდან სარკეში იმზირება. უეცრად ქალის ღიმილი გადმოხტა სარკიდან. დაცინვის იყო ღიმილი თუ წაქეზების? ვერ ცნობს უნგარ: დაეკარგა ალღო. ამერიკელი უკვე გავიდა გარეთ. ეხლა ქალი მიდის. უნგარ მისდევს, უნდა გადასცეს „დასწყევლოს ღმერთმა" - ხელი უკანკალებს: ვერც ეხლა გადასცა. ამერიკელი და ქალი ავტოში სხდებიან. უნგარიც იმარჯვებს ავტოს. მიჰყვება წინ - გაქანებულ ავტოს. განვლეს ერთი ქუჩა, მეორე. შესახვევი. შემდეგ ხიდი, შემდეგ ისევ ქუჩა, ისევ შესახვევი. უნგარ არ აცილებს თვალს წინ მიმავალ ავტოს. მაგრამ ხალხის მასსა მატულობს თანდათან. მატულობს ტაქსების „ჯოგიც". ბულვარია წინ და უნდა გადასერონ. ამერიკელის ავტო უკვე შევიდა რკალში. უნგარსაც გაჰყვეს. მაგრამ სწორედ ამ დროს შუცმანმა დირიჟორის პოზით ხელი ამართა - და მიმავალთა მასსა დაგუბდა. უნგარ ბედს სწყევლის. მაინც იმ ავტოს უცქერს. უეცრად ქალმა მოიხედა უკან, ვაჟის მიმართ. უნგარ იჭერს ქალის ხედვას. რას გაარჩევს ღამით. თუ გინდ ელექტროთი აშადრევანებულით? უნგარ თითქო ავტოს დააკვდა. ავტო ბურდღუნობს. უნგარის თვალებში ის „გამოხედვაა" გარჩენილი. რა ამოშლის მის თვალებში ამ გამოხედვას? ადოლფ უნგარ გრძნობს: ბედისწერამ გაურბინა გვერდით და მხრები აუწვა.




კ ა მ ა რ ა მ ე ო რ ე

მისტერ დეიკ მაგიდას უზის საშუალო კაბინეტში. კაბინეტი ისეა მორთული და მოწყობილი, რომ ქალაქის ხმაური მასში არ შედის.იგი ხომალდის კაბინაა უფრო, საცა ოკეანის ხმაური, ამ შემთხვევაში ქალაქის,ძლივს მოისმის შორიდან.მაგიდა დაბალია და გრძელი,შავი ხისაგან ნამზადი.მაგიდაზე სატელეფონო იარაღია.გვერდით - რადიოსამართიც. საქმის ქაღალდების მოშორებით ორი კოლოფია უზარმაზარი:ერთი პაპიროსებით არის სავსე და მეორე სიგარებით.მისტერ ლეიკ იღებს ტელეფონის ტარს - (სტუმარის წინაშე ბოდიშს იხდის). ნელი,მაგარამ ბრძანებელი კილოთი იხმობს სადგურს. სტუმარი მოკრძალებით იხმობსგურს. სტუმარი მოკრძალებით უცქერს მასპინძელს. მისტერ ლეიკ ტელეფონით ლაპარაკობს: „მისტერ მაკ კოლახ...არ არის?..როდის დაბრუნდება?...კარგი..,გმადლობთ"... მისტერ ლეიკ დამშვიდებით დებს ტელეფონის ტარს, შემდეგ იღებს სათუთუნე კოლოფს და აწვდის სტუმარს: „მიირთვი".სტუმარი მოწიწებით იღებს პაპიროზს და ცეცხლს უკიდებს.მისტერ ლეიკ ლაპარაკობს.სტუმარი პელეტიეა.იგი ზის მაგიდის გვერდით დაბალსა და რბილ სავარძელში.მისტერ ლიკის სავარძელი კი უფრო მაღალია და მაგარი.განზრახ ხომ არა არის მოწყობილი?პელეტიემ იცის,რომ დაბალი და რბილი სავარძელი ოცნებას აღვიძებს, მაგრამ ნებას აცდუნებს.ლაპარაკობს მისტერ ლეიკ.ფრაზა მოკლე და მაგარი. კილო აუჩქარებელია და დამაჯერებელი. პელეტიე უმზერს მისტერ ლეიკის პროფილს და ფიქრობს: „პირწავარდნილი იანკი".

მაგრამ ლეიკ იანკი არაა.იგი დაიბადა ოდესაში,არნაუტის ქუჩაზე.მამა მისი ვილნოდან გადმოსახლდა, საცა ლეიკის პაპა დიდი ბაალშემის სახელს ადიდებდა. გიმნაზიის მეექვსე კლასში ყოფნის დროს ერთხელ ვიღაცამ ლეიკს უთხრა: თქვენ ინგლისელს უფრო ჰგავხართ.ამ დღიდან ახალგაზრდა ლეიკ ანგლომად გადაიქცა.თავის რასსით იგი რომანტიკოსი იყო და ყოველდღე ინგლისელობაზე ფიქრობდა. ფიქრებში ხანდახან ნამდვილ ინგლისელად გრძნობდა თავს.ინგლისელობისთვის ენა იყო საჭირო.ლეიკმა იწყო ინგლისურის სწავლა.ბევრი იბრძოლას გამოთქმისათვის და სამი წლის განმავლობაში მიზანს მიაღწია.უნივერსიტეტში რომ გადავიდა,მაშინ მას უკვე „ინგლისელს" უძახოდნენ მეტსახელად.ინგლისელობისათვის „ხასიათიც იყო საჭირო და ხასიათში „ნება". ლეიკ ყოველდღე ვარჯიშობდა ხასიათის ლაქნისათვის და ნების გაჭედვისათვის. ხშირად ასეთ საშვალებასაც მიმართავდა: ბარათს რომ მიიღებდა და კონვერტზე საყვარელის „ხელს" დაინახავდა, აღელვებას აკავებდა და ბარათს მეორე დღეს ხსნიდა. მას აწუხებდა მხოლოდ ორი ასო თავის გვარში „ლეიკეს" უკანასკნელი ორი ასო.თავის ფიქრებში შეკვეცა კიდეც ეს გვარი: „ლეიკეს„ იქცა „ლეიკ".მაგრამ ოდესაში ამას არ ამხელდა. დიდი ომის დროს სპარსეთის ფრონტზე მოხვდა იგი, როგორც სამხედრო მოხელე „ქალაქთა კავშირში". აქ შეისწავლა სპარსული. გახდა კავშირის სამნეო ნაწილის გამგე. „გამორჩენას" დიდებულად ახერხებდა. აგროვებდა სპარსულ „თუმნებს" და ხალიჩებს. ხშირად დადიოდა ყაზვინსა და ტფილისს შუა. ენზელში არ ჩხრეკდნენ (ჰქონდა სათანადო ქაღალდი). ტფილისიდან ქინა შეჰქონდა სპარსეთში, სპარსეთიდან ჰაშიში გამოჰქონდა. სიმდიდრე თანდათან ჰმატულობდა. მაგრამ ოქტომბრის რევოლუციამ სპარსეთის ფრონტიც მოშალა. ლეიკმა დაკარგა სწორი ალღო. გონით მას სწადდა ჰამადანისკენ წასულიყო.იქ შეუერთდებოდა გენერალ ბარათოვის რაზმს და ინდოეთისაკენ ან ბაგდადისაკენ გაემართებოდა. ამ გზით გადაარჩენდა სპარსულ თუმნებსაც და სპარსულ ხალიჩებსაც. მაგრამ მისი „გული უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდა ვიდრე მისი „გონი". მას ერთი სათნოების დაჰ უჰყვარდა, ქერა რუსი, და მასთან ერთად ჩრდილოეთის მიმართ გაემგზავრა.ხალიჩები ყაზვინში დასტოვა. გზაში, სამოქალაქო ომის ორომტრიალში, სათნოების დაჰც დაკარგა და სპარსული „თუმნებიც". როგორც იქნა მიაღწია მოსკოვს. იქ გაიცნო მესპირტე კონტრაბადისტები.როცა . როცა მოსკოვსა და კავკასის შუა გზა გაიხსნა, ლეიკ ამ მესპირტეთა ერთ-ერთი ხელმძღვანელად იქცა.ქართველები მას „ჩვენს ლეკს" ეძახდნენ.მაგრამ ლეიკს წინაგრძნობა ყოველთვის მახვილი ჰქონდა.იგი გრძნობდა, რომ „ჩეკას" სიზმარშიაც ვერ დაემალები. ისე კი, სოციალისტურ ქვეყანაში მას მუშაობა არ შეეძლო.ერთი თვე იავადმყოფა.წვერი მოუშვა.შემდეგ გადაიცვა ძონძები და „მათხოვრად" გამოვიდა ტვერის ქუჩაზე. „ივერიის ღვთისმშობელთან" ხშირად გამვლელი მის გალობის ნატეხს გაიგონებდა: „პრეჩიისტე სპაასე". ბოლოს მოსკოვიც მიატოვა.გაემართა სიბირისაკენ.გაუძვრა ხელიდან „წითლებს". გაუძვრა „თათრებსაც". გადავიდა მონღოლიაში,გადავიდა ჩინეთში.ჩინეთიდან გადავიდა იაპონიაში.და ერთ დღეს ამერიკაში ამოყო თავი.აქ დაწერა თავისი თავგადასავალი. ამერიკელი ჟურნალისტები თავს ეხვეოდნენ. იშოვა ფული და ისევ იწყო „ინგლისელობა". მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ „ინგლისელობისათვის", გარდა „სამართებლისა", „ენისა" და „ნებისა", საჭირო კიდევ ათასწლოვანი ტრადიცია. მაშინ მის ფიქრებში „იანკმა" იელვა. რომელსაც „ტრადიცია" არ აქვს და არც სჭირდება.და ერთ დღეს (უთუოდ „მშვენიერს") მისტერ ლეიკ იანკად იქცა. მაგრამ ლეიკ ვერც ამერიკას შეეგუა. მან ვერ ამოფხვრა თავის რასსიდან რომანტიკულობა.მიატოვა ნიუორკი და ევროპისაკენ გამოეშურა.ამ დროს გერმანიაში „ინფლაციის" ხანა იყო. იწყო სპეკულაცია და ერთ თვეში გამდიდრდა საოცრად, ხოლო ლეიკს მისი სენსუალობა კარგს არას უმზადებდა.ბერლინში გაიცნო ემიგრანტი ქალი. თავად ობოლენსკის ასული ირინა. მოეწონა და შეუყვარდა. ირინა „იღებდა" ამ მოწონებას და შეყვარებას, მაგრამ გულში ნამდვილ ინგლისელზე უფრო ოცნებობდა. მალე ასეთიც ნახა - მისტერ ლეიკ დარჩა ხელცარიელი:თავადის ასულს თითქმის მთელი თავისი ქონება დაახარჯა.მიატოვა ბერლინი და გაეშურა მსოფლიო ქალაქისაკენ, რომლის ნერვი ლატინთა გენია არის თვითონ. აქ ისევ ჰაშიშს დაუბრუნდა;სპარსეთიდან გადმოჰქონდა ანგორაში, ანგორიდან საფრანგეთში. იშოვა დიდძალი ფული.მაგრამ ერთ გღეს გაზეთი ხრონიკაში ამოიკითხა, რომ მისი თანაზიარი დაჭერილია.მისტერ ლეიკ შიშმა შეიპყრო.მთელი ქონება მამხელ საბუთების გასაქრობად დახარჯა.გადარჩა, მაგრამ ძვირად დაუჯდა გადარჩენა.შემდეგ ისევ გერმანიას მოაშურა.ეხლა ბეწვზე ჰკიდია მისტერ ლეიკ.მაგრამ იგი იმედს არ ჰკარგავს.მას აქვს ნაცნობობა და კავშირი.იგი ყველაფერს გამოიყენებს.მას იდეაც აქვს: თანდართულ ევროპის მაჯისცემა სენსუალობაა, მაგრამ ამ სენსუალობას ესთეტიკურ ხაზებში უნდა მისცე სავალი.მისტერ ლეიკის გეგმაა - შეჰქმნას იდეალური კაფე - თეატრი,საცა მოხდენილად იქნება შეზავებული სამი რამ: ქალის სიტიტვლე, ზანგების რიტმები და პოეტური ფანტაზია. მისტერ ლეიკს კაპიტალს ჰპირდებიან ამ საქმისათვის. ეგებ მისტერ მაკ კოლახ ჰპირდება. მისტერ ლეიკ პელეტიეს სწორედ ამაზე ელაპარაკება ამ წამს. „თქვენ ჰერრ პეტერეც ყველაფერს გადმოგცემდათ. ჩვენ გვჭირდება მუსიკა. ძველი მუსიკა ნერვებს აღარ ხვედება. თქვენ იცით,იმარჯვებს ზანგების რიტმი.მაგრამ ეს რიტმი მარტივია,მოკლე. სინკოპის აღმოჩენა მთელი ეპოქაა.მაგრამ ჩვენ გვინდა მეტი სირთულე. ამ სირთულისათვის ძველი მუსიკის ტეხნიური მეთოდები უნდა გამოვიყენოთ. სასკოფონი დიდებულია.მაგრამ საჭიროა კიდევ სხვა ხმაური და სხვა ინსტრუმენტი. რას იტყოდით თქვენ, მოსიე პელეტიე, მდინარის ხმაურის გამოყენებაზე? აჰ,რას იტყოდით?"

„წყლის ხმაურზე ბევრი მიფიქრია.მე მგონია, ამ ხმაურს მართლაც გამოვიყენებთ".
„ისე თითქო ეს ნელი შიშინი ფონია ათამაშებულ რიტმების. თითქო ეს შრიალი თუ შიშინი ქაოსის სუნთქვაა,საიდანაც იბადებიან პირველყოფილი ტალღები და ნელი-ნელ რიტმიულ დინებში იშლებიან".

„ნამდვილი თქმაა. თქვენ გაქვთ გზნება მუსიკის".

„მგონია,კარგი რამ უნდა გამოვიდეს".
„უთუოდ. არ მეეჭვება. შემდეგ: ოკესტრალური მოგვარება პირვანდელი რიტმების, დიდებული სახე მოგინახავთ:ქაოსი, დიახ, ქაოსი. ორკესტრი ქაოსის ხახა უნდა იყოს, საიდანაც ცხელი რიტმები მოგორავენ.მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, თავში, დაწყებისას. შემდეგ ეს „ხახა" მხოლოდ ხანდახან უნდა შეიჭრას უკვე დაურვებულ და დაოკებულ რიტმულ დენაში".
„ნამდვილი სიტყვაა. კარგია,როცა აზვავებულ ორკესტრს რაღაც მწველი ტალღა გაურბენს ტანში. გაუვლის და გადასერავს".

„სწორედ: მაგ არის თავიდათავი.ეს მსერავი ტალღა უნდა იყოს რადიოქცეული სენსუალური ხაზი".

„ნამდვილია. სენსუალური ხაზი: რადიოქცეული. საშინლად წელილი, თითქმის ამატერიულობამდე დასული. მაგრამ მწვეთლი, ტკბილი. დიდებული ნათქვამია. მოსიე პელეტიე, თქვენ გულთმზილავი ყოფილხართ: თქვენ ჩემს უთქმელ ფიქრებს ამჟღავნებთ. საკვირეველია".
პელეტიე იღიმება. მისტერ ლეიკს პაპიროზს ცეცხლს უკიდებს. იგი გახარებულია და ამ გახარებას მძიმე პაუზით ამაგრებს.

პელეტიეს რაღაცას თქმა უნდა. მაგრამ ამ დროს კარი გაიღო, შემოვიდა ჟანნეტ ახითხითებული. შემოჰყვა ღიმილნაკრავი პეტერეც.
„ჰა,ჰა,ჰა.....ახირებულია ეს ჩვენი კიკო....(კიკო პეტერეცის სახელია)...რას არ მოჰყვება ხოლმე..ჰა,ჰა,ჰა..."
„ალბათ ანეკდოტი მოგიყვა ახალი"...
ეუბნება მისტერ ლეიკ ჟანეტს.

„ანეკდოტი და მერე როგორი!..."
ხითხითებს ჟანნეტ. პელეტიეც იღიმება ახლა.
ჟანნეტ ჩვეული ტიპია დიდი ქალაქების. მას ხშირად ნახავ: კინოატელიებში, თეატრალურ სტუდიებში, მონმარტის კაფეებში, მაღალი წრის კიკოტებში და ტანშხვართა მოდელებში. ჟანნეტ ბოჰემის ხალისია და კისკასი. იცის მეგობრობა პოეტების და მხატვრების. ჟანნეტ პეტერეცის განდობილი მეგობარია. დროებით მოდელობა მოიატოვა და ეხლა მისტერ ლეიკთან ცხოვრობს, მისტრე ლეიკ მას არას აკლებს.
ჟანნეტ ხითხითს ათავებს. მისტერ ლეიკ საათს უყურებს.
„რად იგვიანებს, ნეტავ უნგარ?"
კითხულობს ჟანნეტ ოდნავ ფერცვლილი.
„უკვე პირველი სრულდება"...
ამბობს ნელი ხმით ლეიკ, და ჟანნეტს მიმართავს:
„სუფრა მზადაა?"...
„მზადაა...მაგრამ მუნგარ?"
უნგარის ხსენებაზე პეტერეც ხალისს ვეღარ იკავებს.
„ნაძლევს ვდებ: უნგარ უთუოდ იმ ქალს აედევნა, ჩვენს გვერდით რომ იჯდა ამერიკელთან ერთად. არა,მოსიე პელეტიე?...უნგარ ამორძალთა დედოფალს დაეძებს"....
„მოხდენილი ქალი კი იყო, ღმერთის წინაშე"....
„ჩურჩუთებს პელეტიე თითქო თავისთვის.
„მოხდენილი და მერე როგორი ლამაზი!!!!
აგრძელებს პეტერეც.
პაუზა, რომელიც ალბათ ჟანნეტმა გამოიწვია.ნეტავ, თვითონ თუ გრძნობს. პაუზას არღვევს თვითონ ჟანნეტ:
„წავიდეთ...დავასხდეთ"....
პეტერეც ისევ კაფეში ნახულ ქალს უბრუნდება :
„მერე როგორ შემოვიდა ის წყეული კაფეში: თითქო დედალი ნადირი დახვეწილი, ნელი ბიჯით რომ გაივლის".
„რა უცნაურს იტყვი ხოლმე, კიკო"!!
ეუბნება ალეწილი ჟანნეტ.
...ჰაა: შურვილმა თუ გაგირბინა, ჟანნეტ..., არა,ჩემო კარგო...ის ქალი ლამაზია, მაგრამ თქვენ ორში მხატვარი მოდელად მაინც შენ აგირჩევს... არა, მოსიე პელეტიე"?
პელეტიე იღიმება და წითლდება. ჟანნეტ მიდის ყელმოღერებით: თითიქო მიაქვს აშხვართული ტანი. ტანით გრძნობს, რომ ქალია იგი ნამდვილი. კედელზე იგი სარკეს ხედავს. სარკეში თავის თავს.ისწორებს შეკვეცილ თმებს მეწამული ფერისას. მოსწონს ეს ტანი ქალის. მოხდენილია. ლამაზია. მხოლოდ, ეს ოხერი ჭორფლი რომ არ ჰქონდეს სახეზე - და ჟანნეტის მაღალ შუბლზე თითქო ნემსის წვეტივით გაირბინა ტკივილმა.
უსხდებიან მაგიდას. ისმის ზარი. შემოდის უნგარ: თითქო გალახული.
„ჰაა:ჰერრ უნგარ, ჰერრ უნგარ"!!
ეგებებიან ერთხმად ყველანი.
„მაპატიეთ....დამაგვიანდა....ისეთი რამ შემეთხვა"...
ამბობს დარცხვენით უნგარ. დაჯდა ჟანნეტის გვერდით
„ალბათ ლამაზ ქალს გაჰყევით, კაფეში რომ ნახეთ....თქვენ ხომ ამორძალთა დეოფალს დაეძებთ"....
ეუბნება ჟანნტ ორჭოლი ღიმილით.
„ლამაზი ქალი?...კაფეში?...ვინ გითხრათ?"...
„უნგარ კიდევ უფრო დარცხვა.
„კიკო პეტერეც დებს ნაძლევს, რომ თქვენ იმ ქალს გაჰყევით, ამერიკელის გვერდით რომ იჯდა კაფეში...."
მართლა, ჰრრ პეტერეც?"...
ეკითხება შემკრთალი უნგარ.
„მართლა...მგონია არ ვცდები"
„საიდან გაქვთ ასეთი ალღო?..."
ეკითხება გაოცებული უნგარ.
„როგორ, მართლა გაჰყევით?"...
ეს ჟანნეტის ხმაა აღელვებული.
„გავყევი....მაგრამ...."
„მაგრამ - რა?"...
ეკითხება პეტერეც.
„რადგან ასეთი ალღო გაქვთ, გამოიცნეთ: გავიცნი თუ არა"...
„ჯერ ეს მითხარით:მოგეწონათ თუ არა?"...
„გამოიცნეთ"....
„მემგონია:კი....უთუოდ მოგეწონათ".........
„მაშ რაღააას მეკითხებით?"
„მე თქვენს სახეს ვუცქერ და მინდა დასტური".....
„ეხლა ხომ იცით....მიპასუხეთ ჩემს კითხვაზე "
„პასუხისათვის საჭიროა ვიცოდე ერთი რამ"
„რა"...
„მოგეწონათ თქვენ უცხო ქალი როგორც რეჟისორს, თუ როგორც ვაჟს....
„არ მესმის"...
„მოწონების დროს რეჟისორი ამორძალთა დედოფალს ეძებდა მასში, თუ ვაჟი ხედავდა მასში ქალს..."
„ჰააა"....
„ხომ გაიგეთ?"
„რამოდენიმეთ"
„მაშ სთქვით გადაჭრით"..
„კარგი...მაგარამ მე მაინც არ მესმის, რად გინდათ ეს"...
„რად მინდა?...სათავე მხოლოდ აქაა...კაფეში მე და მოსიე პელეტიე ამორძალთა საიდუმლოს შესახებ ვბაასობდით...ეს საიდუმლო ჯერეც ამოუცნობია...მართლაც, რად ჰკლავდნენ ტყვე ვაჟებს ამორძალები, თუ ასე ეტანებოდნენ მათ?..."
„მეც მაგ მაინტერესებს"....
„ჩემი ახსნა ასეთია...სქესი ყველაფერშია...სიტყვებშიაც კი...სქესი წარმოშობაა და გაქრობა..მამა შობს შვილს და კვდება...შვილი მამად იქცევ: თავის მხრით შობს შვილს და კვდება...ამ შვილსაც იგივე ხვედრი მოელის - და ასე: დაუსრულებელ...ამ დენაში რჩება გვარი, პიროვნება კი კვდება...პიროვანი მარცხდება და იმარჯვებს უპიროვნო....ასე ყველგან...მაგრამ არის ერთი გამონაკლისი: ეს ადამიანია, სიყვარულით ჭირვეული...სიყვარული პიროვანის გზნებაა...სიყვარულში ადამიანს აღარ უნდა სქესით გაგრძელება...მას უნდა სრულიქმნას საყვარელთან ერთად"...
„მერე?"...
„მერე და: ადამიანი ამას ვეღარ აღწევს...იტანჯება...იბრძვის...მას სძულს უპიროვნო სქესი, რომელიც მის პიროვან „მეს" ანადგურებს....შეუცნობელ წიაღში ეს „მე" პროტესტს უცხადებს ამ სქესს...მაგრამ სქესი საყვარელ არსშია მოქცეული, და ხშირად, როცა ადადმოანის , „მე" მცნობს, რომ მისი ბრძოლა ამთავითვე გაწირულია, სქესისადმი სიძულვილს საყვარელზე გადაიტანს ხოლმე...აქაა დაფლლული ძირები სიყვარულისა და სიძულვილის...ამას სასიყვარულო სიტყვებიც ამცნევენ: - შეგჭამ," „შეგსვამ" და სხვა...რომანტისტების სიტყვერი ამ წიაღიდან მოდის, თუმცა რომანტისტებმა ეს არ იციან".....
„ნუ თუ არავის მოუცია ეს ცხადლივ?"...
„როგორ არა?...ჰაინრიხ კლაისტის პენთეზილეა ძაღლებს მიუსევს აქილესს და შემდეგ კოცნის დაგლეჯილს და თავს იკლავს მასთან...უალდის სალომე პენთეზილეას ჯიშისაა: იგი ჰკოცნის მოკვეთილ თავს იოქანაანისას, თუმცა თავი თვითონ მოაკვეთინა....დოსტოევსკის ქალები „სჭამენ" საყვარლებს..ჰამსუნის ქალებს ჩუმი დუელი აქვთ ვაჟებთან..და ასე... სიყვარული დუელია, საცა ხშირად ორივე კვდება: ქალიც და ვაჟიც..დუელია, რადგან უკეთესია პიროვანი სიკვდილი ვიდრე უპიროვნო უკვდავება...ამისთვისაა, რომ უნათლეს სიყვარულს თან სდევს სევდა უკურნები ...აქედანაა, რომ სიყვარულის აგზნებისას სიხარულს შიში ერთვის ..დიახ, სიყვარული დუელია.., ამორძალთა საიდუმლო მხოლოდ ეს დუელია და სხვა არაფერი"...
„მეტად საინტერესო შეხედულებაა და „ფალესტრას" ფილმში ამ შეხედულებას უთუოდ გამოვიყენებთ...მაგრამ"...
„მაგრამ არ გესმით ჩემი პირობა...არა..?
„სწორედ"...
„ინებეთ...მაშასადამე მეთანხმებით, რომ სიყვარული დუელია...კარგი და პატიოსანი..ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ვაჟი ქალს შეხვდა და შეხვედრისთანავე გრძნობს რომ ეს ქალი შეუყვარდება...რა გრძნობა ერთვის ამ წინაგრძნობას თავს?"...
„ერთგვარი შიში და მოკრძალება...ეხლა გესმით ჩემი შეკითხვა წინასწარი?..."
„ესე იგი: თუ მე ვაჟმა ქალი ვიხილე მასში..არა?..."
„დიახ"....
„მერე?"...
„მერე და :თუეს ასეა, მაშინ უფრო საფიქრალია, რომ თქვენ ის ქალი არ გაგიცვნიათ"...
„თქვენ როგორ გგონიათ?..."
„მე მგონია, არ გაგიცვნიათ"...
პეტერეც შეჩერდა. უნგარ სდუმს. ჟანნეტ აყვანილია ცნობიის მოყვარეობით. პაუზას ვეღარ იტანს და უნგარს ეკითხება:
„ჰერრ უნგარ, გამოიცნო თუ არა?"
„გამოიცნო"
ღიმილით ამბობს უნგარ.სხვებსაც ეღიმებათ. მხოლოდ ჟანნეტის სახეს სხვა იერმა დაჰკრა.
სუფრა მხიარულდება: შამპანიური არ ღალატობს მას.საუბრობენ, დროს ატარებენ.
ადოლფ უნგარ დაღვრემილია.ეს დაღვრემილობა თუ უნდა დაფაროს - პეტერეცს ეუბნება:
„ტეოსოფები ამბობენ, რომ ყოველ ადამიანს ასტრალური სხეული აქვს, რომელიც ხანგამოშვებით მას სცილდება....თქვენი ასტარული სხეული ხშირად უნდა სცდილობდეს თქვენ ფიზიკურ სხეულს...ალბათ დღესაც დასტოვეთ იგი კაფეში, რომ ჩემთვის თვალყური ედევნებია...არა?.."
პეტერეც ხალისით რუჰებს უშვებს
„შესაძლოა, ეგეც მართალია...მე თვითონ არ ვიცი, ვინა ვარ..მე არ დავბადებულვარ...მე მოვევლინე ქვეყანას...თქვენ გიკვირთ?..მე მნახეს ქუჩაში - აი საიდუმლო...გოტის ალმანახი კი არა, ჩემთვის უბრალო მეტრიკაც არ არსებობს...ვინ იყო დედა ვინ იყო მამა - არავინ იცის...შეიძლება მართლაც უდედმამოდ გავჩნდი...გვეუბნებიან: არ აის კანონი გამონაკლისის გარეშე...რად არ შეგვიძლია მოვიღოთ ერთი პატარა გამონაკლისი მსოფლიო რიტმში: შეიძლება, მართლაც მოვევლინე ქვეყანას...ჰა,ჰა,ჰა...თქვენ იცინით?..ხანდახან მე ვგზნობ, რომ მე არ ვარსებობ..მე ფანტომი ვარ, შემთხვევით „ყოფაში" მოქცეული...ანდრეი ბელიმ (მისი რომანი „პეტერბურგი" თარგმნილია) სცადა ასეთი ტიპი მოეცა, მაგრამ კუბისტურ კონდტრუქციაში ტიპი გუტაპერჩის ფიგურა გამოვიდა გუსტავ მეირნიკმა შექმნა „გოლემი"...ეს უფრო ცოცხალია...მაგრამ მე უფრო ვნებიანი ვარ...ვნებიანი,მაგრამ მაინც ანონიმი...დიახ, ხშირად ასე მეჩვენება"...
მისტერ ლეიკ იღიმება და ეკითხება:
„მოსიე პეტერეც, ეგებ თქვენი გვარიც ანონიმია, ან პსევდონიმი" ......
"მეც ასე ვგრZნობ... მერე?.."
"მერე და„ თუ ეს ასეა, მაSინ უკეთესი იქნება თქვენს გვარს "ტე მოაცილოთ,მხოლოდ ერთი მარცვალი"....
"დარჩება პერეც"...
"დიახ, პერეც.... და იცით მერე,რას ნიSნავს "პერეც" რუსულად?..."
"რას ნიშნავს?..."
"პერეც რუსულად "პილპილს" ნინიშნავს...
ჰა,ჰა,ჰა,ჰა,ჰა.... იცინიან ყველანი,. მაგრამ ყველაზე უფრო თვითონ პეტრეც იცინის
"პერეც... პერეც... პილპილა..: სწორედ პილპილა..: ჰა, ჰა,ჰა... აი სწორი სახელი ჩემი
ზოგზე იტყვიან _ "მარილია" ამა სოფლისა... ჩემზე შეუძლიათ სთქვან - "პილპილია" ამ ქვეყნის... ჰა,ჰა,ჰა... და მართლაც: მე პათოსი ვარ ყოფის... პათოსი "პილპილის" გარეშე შეუძლებელია... გაუმარჯოს პერეცს... ჰა,ჰა,ჰა... მოიცადეთ... მიგუელ უნამუნოს "ნისლში" ჩემგვარი ტიპია გამოყვანილი, თუმცა იგი მემთვარიაა უფრო, რომელიც უთუოდ ჩუკუნებას ეწევა... ჰა,ჰა,ჰა... წარმოიდგინეთ, მასაც "პერეც"
ჰქვია... როგორ არ დავიჯერო ამის შემდეგ წინასწარწყობილი ჰარმონია... დიაჰ, პერეც,
პერეც... გაუმარჯოს პერეცს...იცოდეთ, ამიერიდან ჩემი ანონიმი პერეცის გვარს ატარებს... ამას ვამბობ მე, კოკო მპერეც... გაუმარჯოს პერეცს"...
იცინიან ყველანი და სცლიან სმურებს.
მისტერ ლეიკ ორჭოლ იღიმება და სიტყვას ჩუმად აპარებს:
"ჰერრ პეტერეც... არა: ჰერრ პერეც... რომ იცოდეთ, რას ნიშნავს თქვენი სახელი ქართულად "...
"როგორ, თქვენ ქართულიც იცით?..."
ეკითხება უნგარ.
"არა... მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ვიცი... ტფილისში გავიგონე... ბაქარას თამაშის დროს"...
მისტერ ლეიკი იღიმებ. პეტრეც ხტის:
:კიკო?.. ღმერთო ჩემო, ნუ თუ ესეც რამეს ნიშნავს"...
"ნიშნავს და იცით, რას?..."
"კიკო ქართულად "ტუზს" ნიშნავს" ...
პეტრეც თუ პერეც სიხარულს ხელით იჭერს:
"კიკო- ტუზი... აი ნამდვილი ნიშანი`... ტოტემური ნიშანი... ბებრუხანა ისტორია პასსიანსს ალაგებს და უეცრად "ტუზი" გამოხტება... ეს ტუზი მე ვარ... "პილპილის" გარდა პათოსს ტუზიც სჭირდება... თუ არა... არა: დღეს უკანასკნელად ვირწმუნე წინასწარწყობილი ჰარმონია... კიკო პერეც- ტუზი და პილპილა... ჰა,ჰა,ჰა...
იცინიან ყველანი და სუფრას ხალისი ემატება.უნგარ, ამჩნევს, რომ ჟანნეტის ხალისი ოდნავ გადამეტებულია. უეცრად პელეტიე კიტხვას უყენებს უნგარს:
"არც სახელი გსმენიათ იმ ქალის?.."
"სახელი?.. "კავა" ასე მომესმა"...
ამბობს გაკვირვებული უნგარი.
"კავა" "კავა". ყველამ თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა სახელი. მისტერ ლეიკ შეფიქრდა წამით: თითქო რაღაც მოაგონდა, ჟანნეტ ისე აილეწა, როგორც ლამაზი ქალი,რომლის თანაყოფისას სულ სხვა ქალზე ლაპარაკობენ.
დაიშალენ.გამოთხოვებისს უნგარმა ცხელი ხელი იგრზნო ჟანეტის: პირველად.
პელეტიე გაემართა თავის გზით. დარჩენ უნგარ და პეტერეც.
არის წამი, როცა შენს გულნადებს თანამგზავრი გრზნობს.
გრძნობს და არას ამბობს. გსურს-გითხრას, ის კი სდუმს,სწორედ ასე დუმს პეტრეც.უნგარს ასე შეუძლია თვითონ გადმოხსნასგულნადები.ის სხვა თუმას წვდება:
"ხვალ შევხვდებით ალბათ ერთმანეთს"...
‘დიახ, სცენარი ერთალაგას შესასწორებელია"...
"რომელ ალაგას?..."
"იმ ალაგას, საცა ფალესტრას ალექსანდრე ხვდება"..
"მიზეზი?.."
"მიზეზი?.. ამაზე შემდეგ... თქვენ კიდევ ნახავთ იმ ქალს"...
დაუმატა თავისთვის პეტერეცმა.
,,მართლა?..."
უნგარმა ამ შეკითხვაზე გახარება დაიჭირა ტუჩებზე: შერცხვა . . .
,,უთუოდ . . . თქვენში ვხედავ იმ ქალს",,თქვენ ქარაგმით იცით ლაპარაკი" . . .
,,ვინც ასე გზნობს ,,სხვას", იცოდეთ, ის ,,სხვაც" გრძნობს . . . გზნება მხოლოდ ორკეცია მძლავრი, ორპირი, ორმაგი" . . .
უნგარს კიდევ ჰსურდა სეკითხვა, მაგრამ ტუჩები დაიკვნიტა.
პეტრეც გამოემშვიდობა.
დარჩა უნგარ მარტო. ღამით მან პირველად იგრძნო, რომ მისის ნახევარი (ასტრალური?) სადღაც სხვაგანაა. უნგარმა ,,ვერონალს" მიმართა პირველად.


კ ა მ ა რ ა მ ე ს ა მ ე

მისტერ მაკ კოლახს გამოეღვიძა.
დახედა საათს. 10. არ იამა. საქმის კაცს ასე გვიან არ უნდა ეღვიძებოდეს. ალბად ,,ვერონალმა" გადააჭარბა. მისტერ მაკ კოლახ ბოლო დროს,- თუ ასეთ საშვალებას არ მიმართა, - კარგად ვერ იძინებს. მაგარი ძილი კი ენერგისს ასაღვივებლად ყველაფერია. არა: სხეული მისტერ კოლახის იძინებს, ხოლო სხეულში ტვინი ვერ ისვენებს. მაკ კოლახის ტვინი ძილშიაც მუშაობს ქვეშეცნეულ. სწორედ ისე, როგორც ტვინი სტუდენტის, რომელმაც სასწრაფოდ გამოცდა უნდა ჩააბაროს,- იმ განსხვავებით მხოლოდ, რომ სტუდენტის ტვინი ფორმულებს იმეორებს ათასნაირს, მაკ კოლახის ტვინში კი მარტო ბირჟის ციფრები დარბიან. ასეთი ტვინისათვის ,,ვერონალ" გამოსადეგია და მაკ კოლახ არც უწყრება ამ უებარ საშუალებას ,,გადაცილებისათვის".
წამოდგა მისტერ. მივიდა სარკესთან. ჩაიხედა. ასარკული სახე მისტერ მაკ კოლახს არ მოეწონა. ქუთუთოები დასივებოდა სახეს. თვალების ქვემოკანი გუდაფშუტასავით ჩამოშვებულიყო, კანს ფერიც გუდაფშუტის ჰქონდა. შემდეგ - წვერი: გუშინ გაპარსული. ხოლო წვერის თეთრი წვეტები საშინლად უკარგავდენ იერს სახეს. მაკ კოლახ მოიღუშა: თითქოს მკვდარს შეხედა უცბად გაცოცხლებულს. გაახსენდა: სიკვდილის შემდეგ ცხედარს თმა ეზრდება კიდევ. გააზრიალა ტანში. ერთი კიდევ შეხედა სარკეს ,- თითქო სხვისია,- და სწრაფად გამობრუნდა.
შემდეგ შეუდგა ტუალეტს. ჯერ კბილები გამოირეცხა. კბილებიდან 18 ჰქონდა თავისი. დანარჩენი - ხელოვნური, ოქროსი. ნამდვილი კბილებიდანაც ორიც არ იყო ჯეროვანი. მიუხედავად მრავალნაირ ხეხვისადა ხვეწისა, ,, ღვინის ქვა" ყველაზე მოდებული ჰქონდა: შიგა და შიგ ეს ქვა ღოჯივით იყო წარმოშებული. მაშინ კბილი ბებერი ცხენის კბილს ჰყავდა: ყვითელს, შეღრღნილს, გადაცვეთილს.
კბილები რომ მოათავა,პირის პირსვას მიმართა. მოიცილა მოთეთროწვერები. აიღო ცხელიტილო და იწყო მასაჟი.მაგ კოლახსსიამე უცოცხლდებოდა:სარკეში ხედავდა ფარაოს სახეს,თანდათან მოსულიერებულს. ცხელი ტილოთი თვალების ქვემო კანიც დაიზიდა_(მაკ კოლხმა იცოდა მასაჟის ხერხები). წარმოიდგინეთ:გუდაფშუტებბი რამოდენიმეთ დაიჭიმენ და მიიმალნენ. მაკ კოლახმა ეხლა ცხელ ვანნას მიმართა,ვანაში ხმელი ტანი ახალისდა და გადახალისდა. ტანიც მაგრად დაიზილა, შეიშრო, მოდუნებული სისხლი აღვივდა ოდნავ დათითქოს ხორცის სხმა იწყო. მაკ კოლახის გუნებამ კიდევ უფრო იმატა. ჩაიცვა ტანსაცმელი, თაგვისფერი გაიკეთა მაგარი საყელო, ძველებური. შეიკრა ყელსახვევი: მომწვანო აბრეშუმი წითური ლაქებით, ოთხკუთხურით, გაიკეთა მონოკლი. მოიმარჯვა ტანი სხეულის ელემენტები თავთავის ალაგას დალაგდნენ შემდეგ- გადახვეწილი ლოყები პუდრით მოიფიფქა. დახედა ასაკრულ მასკას. ეხლა მოეწონა თავისაი თავი. სარკიდან ტითქოს რამზეს მეორე იცქირებოდა უტეხი ძლევამოსილებით. მოკუმულ ბაგეზე ღიმილმა გადაირბინა.მაკ კოლახს სჯეროდა თავისი ტავი
ყავა და საუზმე უკვე შემოიტანეს.
მაკ კოლახს მაგიდას მიუჯდა, შესვა ყავა. ისაუზმა. სხეულის ნაწილები

ახალისდნენ და ამოძრავდნენ: თითქოს ზეოით მოალბეს მეხანიზმი. მაკ კოლახს მიეცა თანდათან მანქანის სიმაგრე: არავითარი დარდი, არც გზნებაქ მწვავი, არც ემოცია ბასრი. მხოლოდ ერთი რამ:ნება, ნება რვალის: საცა არაა ერთი ნაოჭიც. ნება - ერთი ელემენტისაგან ჩამოსხმული: თითქო გეოლოგიური მოვლენა. მაკ კოლახ ეხლა ნებაა: უტეხი, უდრეკი, ურჩი.

შემოიტანეს გაზეთები.

გადახედა გაზეთებს. წაიკითხა დეპეშები. ჯერ ბოკსი: დემპსეი იწვევს ტონნეის. შემდეგ შაჰმათი: ალეხინი ემზადება კაპაბლანკასთან შესაბმრლად. შემდეგ კინო: ლილ დაგოვერ გამოდის ახალ ფილმში. შემდეგ სპორტი: ნორვეგიელმა ქალმა ქალამ გასცურა ამდენი და ამდენი მილი. შემდეგ პოლიტიკა: მუსსოლინი, ბრიანი, ჩემბერლენი, გერმანია, სდაბჭოთა კავსირი. შემდეგ ცეკვა: მგონი ,,ჩარლსტონს" წირვა გამოუვიდა. ათასი სხვა რამ. გაზეთებში მარტო სათაურები იყო საინტერესო. მაკ კოლახმა გადაავლო თვალი სათაურებს. თითქო ყველაფერს გაეცნო. ბოლოს, ის ფურცელი აიღო , საცა ბირჟას აქვს ადგილი. ეს ბოლოში მოიტოვა, რომ მეტი ინტერესით (მეტი სიამითაც?!) გადაეკითხა... აქციები, ფასეული ქაღალდები, დოლარი, სტერლინგი. მათი კურსი: ნიუიორკში, ლონდონში, პარიზში, ბერლინში. მაკ კოლახ აქ იყო თავისთავადი. აქ გრძნობდა იგი ტავის თავს. საბირჟო ამბებს ისე დასცქეროდა, როგორც ჭირვეული შაჰმატისტი კაპაბლანკას პარტიას. მაკ კონახს აქ ჰქონდა მხოლოდ გამონაკლისი: სხვაგან თუ მარტო ნება იყო იგი, აქ ამ ნებას ინტუიციაც ემატებოდა, ნაცრისფერ ფონზე წვრილი თვალები კიდევ უფრო წვრილდებოდნენ. რუხ, თითქო გახუნებულ თვალებიდან გუგები იწყებდნენ მინაბული დაწურვით კიაფს. ამ კიაფში იბადებოდა ფოსფორული ინტუიცია ბირჟების, კურსების, ფასების.

სმაკ კოლახმა მაგრად ამოისუნთქა: ალბათ სასამოვნო რამ ამოიკითხა. გაზეთი გვერდზე გადადო.
შემდეგ მიწვა ნახევრად ტახტზე იწყო სხვა გაზეთის თვალიერება. ერტს ალაგს სატაურს მოჰკრა თვალი: "მისტერ ჯიმი". მაკ კოლახს უყვარდა ეს სახელი. "აქ რაღაც უნდა იყოს": გაიფიქრა. შეუდგა კითხვას. პირველ სტრიქონებიდანვე იგრძნო, რომ მოთხრობილი ამბავი მეტად საყურადრებოა, და თითქო ეს ვრცელი ქრონიკა მაგრად ეკრული და დინამიურ გაშლილი ნოველა ყოფილიყოს სტეფან ცვაიგის , ან მიგუელ უნამუნოსი, ან ლუიჯი პარანდელოსი _ მაკ კოლახ დაძაბული თვალს აყოლებდა ჯიმის ამბავს.
ჯიმი მოკლე საელია ჯეიმს უაიტის. იგი დაიბადა ლანკაშირის პროვინციში. ოჯახი რარიბი იყო მეტად, მაგრამ ჯიმს ჰქონდა ბავშვობიდან უტეხი ხასიათი. ათი წლის ჯიმი უკვე დამოიკიდებელ ცხოვრობდა. ჯერ: დაჰქონდა ადგილობრივი ფოსტის დეპეშები. იღებდა რამოდენიმე გროშს გასამრჯელოს. შემდეგ იგი შიკრიკად მოეწყო მოხეტიალე ცირკში. გავიდა ხანი. ჯიმი აგურის ქარხანაში შეაგდო ცხოვრებამ სამუშაოდ. იშოვა ფული. ცხრამეტი წლის ჯიმმა ას სტერლინგად იყიდა სწორედ ის ბალაგანი, საცა იგი საგზავნ ბიჭად იყო წინად. შეძენის ნდომა მატულობდა. თანვე - უნარიც და მოხერხებაც. ჯიმმა იყიდა აგურის ქარხანაც და საფოსტო განყოფილებაც. იყიდა აგრეტვე საქაღალდპ მანუფაქტურა ბრაიტი, საცა იგი ოდესღაც მხოლოდ ხუთ შილინგს ღებულობდა კვირაში.
მაკ კოლახ შეჩერდა გაოცებული: თითქო საკუთარ ბიოგრაფიას კიტხულობდა. მოსწია სიგარა და გაჰყვა ქვევით.
სჯიმი სამჯერ იყო ბანკროტი. მაგრამ მის ენერგიას ვერ ტეხდა ვერაფერი. ყოველ საქმეს ჰკიდებდა ხელს, თუ კი მისგან რამეს მოელოდა . ერთხელ ბოკსის მატჩიც გაიმართა. ყველას ახსოვს ჯეკ ჯონსონისა და შოტლანდიელ ღვდლის მეიერის სამატჩო შებმა. ახსოვს ყველას, თუ როგორ დაამარცხა ღვდელმა სახელგანთქმული ზანგი, მსოფლიო ჩემპიონი. ეს მატჩი ჯიმმა მოაწყო. ჯიმი არ ისვენებდა თუ ვერ ისვენებდა ყიდულობდა ყველაფერს და ყიდდა ყველაფერს. ყიდულობდა და ყიდდა ხერხიანი სიადვილით: ქარხნებს, ბანკებს, თეატრებს, თავლებს, საგამოფენოშენობებს. მისი ტემპერამენტი აზარტ იყო და ჯიმი თამაშობდა ყველგან: ბირჟაზე, დოღზე, კლუბში. ერთხელ ნახევარ საათში მან 35.000 სტერლინგი წააგო/ წაგებას ისე ადვილად იტანდა როგორც მოგებას. არავის არ შეეძლო გამოეცნო მის სახეზე თუ მის ძრაობაში თუ მის ხელებზე, წააგო თუ მოიგო. იგი იღიმებოდა მხოლოდ. შიგა და შიგ ღიმილს ამასაც დაუმატებდა: "მე ნერვები არა მაქვს".
"ყოჩაღ ჯიმი!" წაიჩურჩულა ტავისთვის მაკ კოლახმა. შემდეგ გულში: ბედი მართლაც მისია, ვისაც არ აქვს ნერვები, უფრო მაგრად მოსწია სიგარა და განაგრძო.
ჯიმი პატივმოყვარე იყო. მას უყვრდა პოზა და თეატრალობა. იგი ამაყობდა ჩეკით (რვა მილიონი სტერლინგი), რომელიც მას მისცა ბედფრდის ჰერცოგს ერთ ნაჭერ მიწისთვის ლონდონის შუაგულში. არ ეშინოდა ბედის და ბედიც მისი იყო. იყო დღე და მის სიცოცხლეში, როცა მან ერთი დაკვრით 750.000 სტერლინგი იშოვა. ას მილიონზე მეტი ჩაუდვია მას სხვადასხვა საქმეში. ერთხელ ჯიმი მონაკოს სამტავროს ეწვია. დააპირა კაზინოში შესვლა, არ შუშვეს: სამგზავრო ტანსაცმელი ეცვა. მაშინ ჯიმმა მიიღო რომაული პოზა და გასძახა ყველას გასაგონად: მე ტავს არ ვიწუხებ ტანსაცმლის გადაცმით, ხოლო მზადა ვარ "ვაშა ჯიმი!" გაიძახოდა გულში მაკ კოლახ.
ქრონიკა თავდებოდა. მის ბოლოში გაკვრით იყო ნათქვამი, ვითომ ჯიმი, რამოდენიმე წელია, ყიდულობს ჩუმად ბრიტანეთის სანათავო საზოგადოების აქციებს. ამ საქმეში, ამბობენ, ერთი ვინმე ეხმარება მას: ვინმე, რომელიც ძალიან ახლო პირი უნდა იყოს ხსენებული საზოგადოებისა,-აბოლოვებდა ქრონიკა.
მაკ კოლახ შეჩერდა.
გაზეთებს აქვთ წინასწარი ყნოსვა. ხშირად ისინი ,,იხვებს" აფრენენ, მაგრამ ,,იხვების" კამარა ატმოსფერულ იჭერს მოახლოებულ ამბავს. გაზეთით გაფრენილი ,,ჭორი" ხანდახან სეისმოგრაფის როლს ასრულებს 9რამოდენიმე თვის შემდეგ მაკ კოლახმა იმავე გაზეთის ფურცელით შეიტყო, თუ როგორი კატასტროფით დამთავრდა ჯიმის თამაში: სწორედ მის თანაზიარს ეღალატნა მისთვის).
უეცრად მაკ კოლახმა ხელი მოავლო მონოკლ; თითქო უკანასკნელი გამოვარდნა

სურდა, შეირხა მეორე ხელიც. თითებში გარჩენილი იყო დიდი ხნის მოუწეველი სიგარა,

ხელი მოსხლეტით დაეცა და სიგარას მოძვრა გრძელი მაგარი ფერფლი, მაკ კალახ შეირხა; თითქო რაღაცას გამოერკვა. გაზეთი გვერდზე გადადო, წამოდგა და იწყო იქითაქეთ სიარული, მაკ კოლახიც ხომ ჯიმია?! ერთი ვინმე, ან საქმიან ქვეყანაში, უეცრად მოაგონდა ერთი საფინანსო საქმე, ჰამბურგში დაწყებული,მაკ კოლახის ხმელი

ტანი აღვიდოდა: იგზნო ტემპერამენტი, თუ რამდენიმე წუთის წინად იგი "ნება" იყო მარტო ,ნება, ასე ვთქვათ, "თავისთავად", ეხლა მისტერ განზრახულ საქმისათვის მოიმართა: ნებას მიეცა გეზი. აილეწა მაკ კოხალ, აიწვა, აცეცხლდა. მაგრამ ცეცხლშიაც ცივი დარჩა ამერიკელი. იცის: იბრძოლებს, იომებს. იბრძოლებს,იომებს საქმისათვის. არ დაზოგავს საკუთარ ძალას. არ შევა არჩევანში საშვალების ასარჩევად, იქნება იგი სასტიკი, ულმობელი, შეუბრალებელი, ოღონდ.....ოღონდ კი მიაღწიოს მიზანს. მაკ კოლახ ხომ ჯიმი?! ერთი ვინმე, ან რომელიმე: ამ საქმიან სამყაროში. მაკ კოლახ აენთო ნდომით. ნდომაში ცეცხლის ელემენტი მარტო დინამიკა იყო. დაძაბა ტვინი. ტვინში მარტო ლოგიკა იყო. მოშვილდა მთელი არსი. არსში მარტო ანგარიში იყო. წინ მაკ კოლახ!დეე იყოს: ცრემლი, ტკივილი, სიმშილი, სისხლი უბედურება ყოველგვარი, მაკ კოხალ არუნდა შედრკს. ერთ წამსაც არ უნდა მოელბოს გული. არ უნდა შეირყეს: ოდნავაც . ჯიმი მართალია: შორს ნერვები
მაკ კოლახ მაგიდასთან შეჩერდა.
ეხლა იგი მართლაც უნერვო არის იყო: მათემატიურ სწორი და დემონურ ლოგიკით ნაჭედი. იდგა როგორც ცივი გილიოტინა. ამ წამს მას ნამდვილად შეეძლო მას მძინარე ადამიანის ყელი სამართებლით გადაეჭრა. მაგრამ არა ვნებით, არა ღელვით, არა ცივად, მოზომილად, სწორედ იმ გვარად, როგორც ხარაზი ტყავს გადაჭრის ხოლმე, ფეხსაცმლისატვის. და ეს მჭლე და მჭკნარი კაცი, რომელიც გაღვიძებისას მხოლოდ სიბრალულს გამოიწვევდა მნახველში, ეხლა, ამ წამს, უშიშარ შემხვედრსაც შეარხევდა
გადაწყვიტა: ჰამბურგს წასულიყო.
დახედა საათს: 12. უეცრად შეირხა:თითქო ლითონს ჩაეშვა "რადი".როგორ მოხდა, რომ დაავიწყდა: 11საათზე კავასტვის უნდა დაერეკნა.მივიდა ტელეფონთან. გამოიძახა. ხმაზე იცნო მსახური ქალი. შეეკითხა: არის თუ არა "შადმაზელ კავალლა" შინ, მოესმა: არ გახლავს. მაკ კოლახ მოიღუშა. შემდეგ_ბეჯითი მოსხლეტით:
"გადაეცით: საღამოს 5 საათზე _კაფე Wien... მაკ კოლახ"...
ტელეფონს ტარი ჩამოეკიდა.
ხელი კი მაკ კოლახ ჩამოეკიდა: თითქო მოტეხილი. ერთი წამით "გრძნობას"(ამურის?) გაურბინა სხეულს: შემდეგ_"გრძნობა" გამოძვრა და გაქრა(თუ მოკვდა) მაკ კოლახ გაიმართა მხრებში: კვლავ მიეცა ტანს ლითონის სინტკიცე. იდგა როგორც თუჯის მონუმენტი_მისტერ მაკ კოლახ. დაჰკრა ასანთი და სიგარას ცეცხლი მოუკიდა. მოსწია მაგრად_და ამ მოწევაში დაინახავდით: თითქო კაცმა სამყარო მოსწია. ბოლოს, თითქო დაცხა_ისევ ტახტს მიმართა. მისი თვალებიდან ეხლა მართლაც გამოიყურებოდა რამზეს მეორე თუ პირველი.



კ ა მ ა რ ა მ ე ო თ ხ ე

ქალი შესლონგზე იყო გაშხვართული. ტანზე კიმონბო ეცვა ლანდშაფტური მარმარის (Brocatelle d'Espagne) ყვითელი ფერის. გვერდით პატარა მაგიდა ედგა დაბალი. მაგიდა დაფარული იყო სხვადასხვა ხატული ჟურნალებით: კინოსი, სპორტის, თეატრის, მოდის. იქვე ახალი რომანი ედო ფრანგული, შუაზე გაზდაშლილი.
ქალს ახსოვდა, რომ მას 11 საათზე დილით მისტერ მაკ კოლახ დაურეკდა . მაგრამ აღნიშნულ დროს მან არ დარეკა. ქალს კიდეც გაეხარდა. მას არ უყვარდა მისტერის დაბეჟილი ხმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ხმა ტელეფონში ისმოდა. და ქალმა გადასცა მსახურს: „თუ ვინმემ მიხმოს - შინ არა ვარ". მაგრამ დღეს მარტო მისტერის ხმა არ იყო მიზეზი ქალის გარინდების.
ქალი ახლად მოსული იყო ევროპაში. მას მოსწონდა დიდი ქალაქების ხმაური. მრავალსართულიანი შენობები, უბოლოო ქუჩები, დაქსელილი მითოლოგიურ ობობას მიერ, მუსიკ - ხოლლები, კინოები, თეატრები, კაფეები, მაღაზიები, რკინის - გზები, (მიწაზე და მიწის ქვეშ). ტრამვაები, ომნიბუსები, ტაკსები უთვალავი, ხალხის მასსები დენა - დაულეველი. ხშირად შესცურავდა ხოლმე ქალი ამ რიტმების დენაში: ხდებოდა ერთერთ მათ რგოლად, მოლეკულად. თავი თითქო ავიწყდებოდა ქალს: მისი „მე" სადღაც სულ ძირსა და ძირს იყვინთებოდა. სხეულის ძრაობა კი რაღაც გამძაფრებულ ხილულობას ღებულობდა: თითქო მთვარეული ხდებოდა იგი, რომელიც უფსკრულზე გადებულ ხიდზე გაივლის, რომ ფეხიც არ აუცდება. ქალის შეცნობა შორეულში მიდიოდა, გადადიოდა ქვეშეცნეულში, თითქო თვალღია სიზმარი ჰქრებოდა, სომნამბულას რაღაც აღვიზებდა- და გრძნობდა ქალი უეცრად, ბურუსიდან გამოსულათ თითქო თავს დაეცა მას წადირის ბოღმა, საშინელი როგორც გალესილი სამართებელი უცბად გაგიჟებულის ხელში. ქალი მაშინ შინ ბრუნდებოდა, მაგრამ აქ მას მარტოობა უცდიდათ: როცა ზღვაზე ღელვაა და დაწოლილის გული ირევა. მისი გუნება ,,ზღვის ავადობასთ" ედრებოდა: უჩვევს, წუთხეს, ამღვრევს.
ეხლაც ამ გუნებაზე იყო ქალი. ჟურნალები გადაყარა. წიგნი დაეგდო. თვითონ კი, გასურდული და თვალებ-გაგანიგრებული, ატეხილ მენადასავით სივრცეს მიშტერებოდა: მენადასავით, რომელიც ნესტოებით ჰაერს ზომავს და გამახვილებული სმენით დიონისოს მოახლოებას გზრნობს შორიდან. ქალი იწვა გასურდული: რაღაც აგონებდა- შორეული.
იგი დაიბადა ჩრდილო-კავკასიაში. მამა მისი იყო კაზაკი კოვალიოვ, სწორედ ამ სტანციიდან, რომელიც ლევ ტოლსტოიმ თავის ,,კაზაკებში" უკვდავ-ჰყო, მამა მცველების უფროსი იყო, მსახურობდა გროზნოში. მაღალი. ზორბა, წითური მკლავ-მაგარი, რუსახრობდა, ჩასხმული, ველური, მრისხანე, სისხლით დაგეშილი, მოლხინე, მოჯირითე. კავკაში ქალი ნახა. ქალი ქართველი მოხელის შვილი იყო (სამეგრელოს კუთხიდან). მოეწონა ქალი. მოეწონა ქალსაც. დაქორწიდნენ. ერთი წლის შემდეგ შვილი ეყოლათ : ქალი. სახელად ელენი დაარქვეს. ქალიშვილი იზრდებოდა. იგი ქართველად უფრო გრძნობდა თავს ვიდრე კაზაკის ასულად-(თითქმის ყოველთვის ასე ხდება ხოლმე). წამოიზარდა ელენა: აივსო,. დაქალდა, სწავლობდა გროზნოში. უბელო ცხენს ისე ვერავინ გააჭენებდა, როგორც იგი. ვერც ,,მთიულს" ჩამოუარდა ვინმე ისეთი ცეცხლით და იერით, როგორც იგი. იყო მხოლოდ ერთი-და ისიც„ არა ქალი, არამედ ვაჟი- რომელაც შეეძლო მასთან გაჯიბრებათ: როგორც უბელო ცხენს გაჭენებაში, ისე ,,მთიულის" ცეკვაში, ეს იყო ვინმე ახალგაზრდა ყაზი-ბეი.
ყაზი-ბეის ვაჟკაცობა მთელს ჩრდილო-კავკასიაში იყო გავარდნილი. მოსხმულობით იგი შამილის ნაიბს ჰგავდა: ისე მაგრად და სხარტად იყო წურული ტანში. და მართლაც ნაიბს გაგონებდათ: ყოველთვის ალესილი, ყოველთვის მზა, როგორც ვეფხვის ტორი, ყოველთვის ,,ჩამახმაზე-აყენებული", მსხვილ-მხრებიანი, მაგარ-მუხლიანი, მაღალ- თეძოიანი. სახეზე ჰქონდა შამილის სუნთქვა. ამბობდნენ კიდეც შამილის ნაშიერიაო, საშინელ ცეცხლთან, რომელიც იგი ცივი. პროფილის ორბის მკაცრი იერი გადაუბირებდა. უყვარდა ცხენი და ცხენთან ხმალი. როცა იგი ცხენს მოახტებოდა და გააქანებდა, აუელებში იღვიძებდა შამილის ნაიბის ლანდი„ და აულების ფერდობზე სიხარული გადაირბენდა მიწის, რომელიც პირველად მოხვდა მეწამული მზის ტორი, ხმალის მოქნევაში მას ვერავინ შეეჯიბრებოდა: ხანდახან კლდიდან გადმოხეთქილ ჩანჩქერს ხმალს შუილით ტიტველ ტანზე გადაჰკრავდა- დახედავდა მერე ხმალს„ ერთი წვეთიც არ ჩანდა. ხოლო მისი ცეცხლი მისი ცეკვა იყო მთიულური. როცა იგი რომელიმე მთის- გოგოსთან ცეკვას ააგიზგიზებდა, მაშინ რასსის შვილი. ცეკვის შემდეგ გოგო მისი იყო: თუ ხორცით არა, გულით, თვალებით.
მოხდა ერთხელ, რომ ყაზი-ბეიმ ელენა გაიწვია ცეკვაში. ქალი გაჰყვა. ჩრდილო კავკასიონს ძვირად ენახა ასეთი შეწყობილი წყვილი: მოხდენილობით, ელვარებით. კიდევ უფრო იშვიათად ასეთი ცეკვა, ან უფრო უკეთ, ასეთი შებმა ცეკვაში. ვერავინ შეეტყობოდა, რომელის ცეცხლი უფრო გიჟი იყო მედგარი. ამ ცეკვის შედგომ ქალის გულში ყაზი-ბეი იყო მარტო ჩუმად, უხილავად, მაგრამ ყაზი-ბეის გული კიდევ უფრო ამწვარი კაზაკის ასულით.
როცა ამ ცეკვის ამბავი ქალის მამას მოესმა, მოიღუშა: არ ეამა რაღაც.
მისმა ტანმა მართლაც იგზნო წინასწარ უსიამოვნო, რამოდენიმე, დღის შემდგომ ხუთმა მხედარმა ელენა მოიტაცეს. ერთმა მათგანმა წინ გაშხვართა ქალიშვილი ცხენზე. მხედარმა პირველად ძუძუები იგრძნო მკვრივი, რიყის ქვებივით მაგარი ( ეს შემდეგ გაახსენდა მხედარს). ქალიშვილი ბურანში იყო. მხოლოდ ხმით გაიგო, რომ ის მხედასრი, რომელიც მას გავარდნილ ცხენით მიაქანებდა, იყო ყაზი-ბეი. პირველი, რამაც გადასერა ქალიშვილის გული, ბრაზი იყო .ხოლო სიბრაზეში რაღაც მწვავი ეწვეთებოდა უმჩნევი (შესაძლოა ტკბილიც). პირი თუმცა შეკრული ჰქონდა ქალს, მაგრამ რომც არ ჰქონოდა, იგი სიტყვას ვერ დასძვრიდა: ისე იყო გატენილი ( მედიდური რისხვით, თუ კიდევ რამეთი, რომელიც მას თვითონ ვერ გაერკვა). გრძნობდა მხოლოდ: ცაჟკაცის მკლავებს, ცხენის თქარათქურს, მხედრების ყიჟინას, გაიბენილ ველებს, გარღვეულ მდინარეებს, ღამე იყო, როცა უღრან ტყეში შეიჭრნენ. ჩამოხტნენ. ჩამოსვეს ქალი. გაჰფინეს ნაბალი და მიაწვინეს. სასთუმლად უნაგირის ბალიში დაუდეს, მაგრამ ქალს ბალიშზე თავი არ დაუდვია, იგი იჯდა თავჩაღუნული და მდუმარე. განზე კოცონი გააჩაღეს. ენებ-აწვდილ ალთან ქალის ლოყები კიდევ უფრო უახლოვდებოდა და არც ამხანაგებს - (რცხვენოდა?). შემდეგ მიწვნენ მხედრები. დაწოლის წინ ჰაერი ისუნთქეს: თითქო გამოცნობა სურდა რაიმე ხიფათის. ქალს არ ეძინა. ქალს არ ეძინა. არ ეძინა არც ყაზი - ბეის. განვლო ხანმა: შუაღამე გავიდა. დარცხვენილი ვაჟკაცი ფეხ-აკრეფით მივიდა ქალთან. დაემხო მის წინ და წაიჩურჩულა: „მაპატიე!.. მძლია შენმა სილამაზემ... გამახელა გრძნობამ". ქალს თავი არ აუღია. ჩურჩულითვე გასცა პასუხი: „სხვა გზით შეიძლებოდა... ეხლა უფსკრულია... ჩვენს შორის.".... ყაზი - ბეი მიხვდა წამსავე ქალის ბოღმას. ბოდიში მოიხადა და ალიონზე მამას დაუბრუნა ქალიშვილი. ორი სიტყვაც არ უთქვამს ზედმეტი. გაშორებისასს მხოლოდ ნაწნავს მოჰკიდა ხელი ქალისას და კოცნით დააკვდა მას. არც ქალს უთქვამს არაფერი. ყაზი - ბეი ცხენს მოახტა და გავარდა დაჭრილივით.
მამას ლახვარივით მოხვდა ქალიSვილის გატაცება. აულებს მოედო ესამბავი. ვინ რას არ ამბობდა ? Sეიქმნა მითქმა-მოთქმა, კაზაკი აიმღვრა რისხვით. ასეთ შეურაცხებას იგი ვერ აიტანდა, ეს ყველამ იცოდა. მით უმეტეს: ქალიშვილი პატივ-აყრილი ეგონა, ყაზი-ბეი მიუვალ მთებში გადავიდა: ერიდებოდა კაზაკის შეხვედრას. მაგრამ კაზაკი, შეღვინიანებული, თვითონ მიეშურებოდა ხოლმე მთებისაკენ. აუცილებელი მოხდა: შეხვდნენ ერთხელ ერთმანეთს. ყაზი-ბეიმ აუხსნა ყველაფერი. მაგრამ კაზაკის მღვრია თავი არაფერს ისმენდა. სიტყვას სიტყვა მოყვა და რისხვას განრისხება. გაიმართა ნამდვილი ომი ხმალ და ხმალ. ომი თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა. ყაზი ბეის არ უნდოდა, სიკვდილი ამართულიყო კაზაკის ასულისა და მის შორის. ამისათვის ხმალ და ხმალ ბრძოლაში იგი უფრო ,,მოთამაშე" იყო: თითქო განგებ აცდენდა თავის მოქნეულს,- კაზაკის მოქნეულს კი იგი ნადირის სიმარდით იგერიებდა, მაგრამ მისცა ერთ წამს სისხლმორეულს და მკლავში დასჭრა მოპირდაპირე. მაშინ ყაზი-ბეი ანადირდა თვითონაც და ერთი საშინელი მოქნევით კაზაკის თაცი ძირს გააგორა. შემდეგ დაჭრილი მკლავი (მარცხენა) ტუჩებით მოწოვა: მოწმინდა სისხლი და შეიხვია, გაუდგა დაღუშული გზას. ამ დღიდან მას მხოლოდ განდობილი თუ ნახავდა. გადავარდა აბრეკად. ტოლებიც ბევრი გაჰყვა.
დაბნელდა მზე ახალგაზრდა ქალის. დედა, დიდი ხანია, მოუკვდა. მამა მოუკლეს. მერე ვინ მოჰკლა? ყაზიბეიმ, სასურველმა. დარჩა მარტო: არც დაჰ, არც ძმა არც ახლო ნათესავი. ეს ის დრო იყო. როცა ბოლშევიკები ჩრდილო-კავკასიონს იღებდნენ. ბევრი საქართველოსაკენ გამოიქცა. ელენას გაახსენდა ტფილისში მას დედის მხრით მრავალი ნათესავი ჰყავდა-(თვითონაც ხომ ქართველად უფრო გრძნობდა თავს!) - და გადაწყვიტა, ტფილისს წასულიყო. ერთხელ, ღამით, როცა ხმაური მოესმა და გარეთ გაიხედა, მის წინ კაცის მაგარი ლანდი აიმართა: ეს იყო ყაზი-ბეი. ქალი შედრკა, აღვივდა. ერთი სიტყვა არ წაცდენია. ვაჟმაც მხოლოდ ორიოდე სიტყვით მიმართა: ვერ გაუძლო უნახავობას... მოესურვა მისი ნახვა... მამა?! მამა შემოაკვდა... მისი ბრალი არაა... ქალს არაფერი უთქვამს. მხოლოდ ერთი წამით ვაჟის ხანჯალის ტარს მოავლო ხელი. (ნეტავ, რა იგრძნო ამ წამს ვაჟმა?): ვაჟი არ განძრეულა, ქალმა ხელი მოაცილა. ვაჟი დანელდა. შემდეგ შემდეგ მოჰკიდა მის მაგარ ნაწნავს ხელი და ტუჩებთან ნიიტანა. ქალი სდუმდა თავდაღუნული. სურდა რაღაც ეთქვა (ალერსისათვის საალერსო?), მაგრამ უეცრად მოკლული მამა მოაგონდა და ოდნავ ადგმული თქმა ისევ შეაყენა-(არა, მამის მკვლელს ვერ ეტყვის ასეთ რამეს). თვალებზეე ცრემლები მოაწვა. ქალმა თავი დაღუნა, ვაჟი მიუახლოვდა და ტუჩები ოდნავ შეახო ქალის თმას. ქალი აცახცახდა. იყო წამი, როცა ყაზი-ბეი, ეს არის, უნდა გადახვევოდა ქალის აშოტილ ტანს, მაგრამ ამ დროს ვაჟს ღობეზე მიბმული ცხენის ფრუტუნი მოესმა. ყაზი-ბეი შეჩერდა წამსვე: ნადირის ნესტოები გაუგანიერდა, ყური უგდო-შორიდან ხმაური ისმოდა: კიდეც ახლოვდებოდა. ,,ნახვამდის, ჩემო მზეო!" შეჰკივლა და ცხენს მოახტა. ქალს უნდოდა რაღაც მიეძახნა გავარდნილისათვის, მაგრამ ძახილი ყელშივე ჩაეხრჩო. შევიდა სახლში და ტირილით ლოგინზე დავარდა. მეორე დღეს ტფილისისკენ გამოემგზავრა. მთელი ღამე იმის არჩევანში იყო, დარჩეს თუ წავიდეს. ,,წავიდეს" - გადაწყვიტა მასში ვიღაცამ. ,,ყაზი-ბეის მერეც ნახავს" - ამბობდა ვიღაც.
ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო აუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან კაჩალოვის ხმა - (,,სამხატვრო") დიალოგის ორმაგ შლიდა, ხან პუშკინის ,,მებადური და ოქროს თევზის" ზღაპარს ეპიური დანელებით ხვითოებად ჰყრიდა. ტფილისშივე იყო ნ.ნ.ხოდატოვ. სცენიდან მისი ხმაც ისმოდა: თამაშობდა დოსტოევსკის მიშკიმს, ან და ლექსებს კითხულობდა რუსეთზე რუსი პოეტებისას პოეტებისას (უყვარდა მაქსიმილიან ვოლოშინის ლექსები და მათ შორის "სტენკა რაზინ" ). კომპოზიტორი ნ.ნ. ჩერეპნინ კაფეში შედიოდა მთვრალი (სიმთვრალეს ვერ შეარტყობდით) და ნაღვლობდა რუსეთზე. შემდეგ მუსიკაზე გადადიოდა და უეცრად წამოიძახებდა: აცადეთ ჩემს საშას_(საშა ძე იყო მისი სკვითურ_სლავურ აღნაგობით )-აბა რა ჰქნას? მხატვარი იური სერგეევიჩ სუდეიკინ რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა ,,ქიმერიონი" დაარქვეს_(სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით). მხატვარ საველიი აბრამოვიჩ სორინს ქართველ ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა: „ლამაზი_მეტად ლამაზი" ხაზებით. დრამატურგი და თეატრალი ნ. ნ. ევრეინოვ, როგორც ყველგან და ყოველთვის, აქაც „თეატრს თავისთვის" სთხზავდა და შერჩეულ წრეებში ,,სამოე გლავნოე"- ს კითხულობდა. პოეტი სერგეი მიტროფანოვიჩ გოროდცკი, კავკასიის ფრონტის დარღვევის შემდეგ, ტფილიში დარჩა და ამარავლებდა ,,პოეტების ცხენს", საცა კიდევ უფრო მეტი იყო ვიდრე ვაჟი და ერთი-მეორის ,,გაცნობა" კიდევ უფრო მეტი ვიდრე პოეზია. პოეტი სერგეი ლვოვიჩ რაფაელოვიჩ ჩამოვიდა ბაქოდან და არ შეუწყვეტია საწერ მანქანის რახრახი, რომლითაც იგი უთვალავ ლექსებს სთხზავდა. ვინ არ იყო მაშინ ტფილიში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ.. მათ შექმნეს ორგანო ,,41 გრადუსი" _ (ალვათ სიცხის ნიშანი, როცა ბოდვა იწყება). ალესკეი კრუჩონიხს ,,კაკ_ისგან გამოჰყავდა მთელი რუსული ლიტერატურა, და, როგორც დამშეული და ნაციები ქათამი ნაგავში ეძებს საკეკნკს, ისე ეძებდა გაძვალტყავებული კრუნჩხონიხ ,,სდვიგ"-ებს ლიტერატურაში. ან კი რა გასაკვირია: ქვეყანა შექანდა და ,,აბრუნდი" აზრი გახდა მისი. უნდა გენახათ, როგორ აკვინტრიშდებოდა ხოლმე, როცა ,,აბრუნდს" ნახულობდა. ამ ძებნაში კრუნჩონიხს დიდი დამხმარეც აღმოუცდა: იგორ ტერენტიევ, რომელიც არ აკლდა თავისებური ინტუიცია. თფილისშივე იყო ილია ზდანევიჩ, კაცი ნამლევა, მაგრამ გარდაქეშანის პათოსის. იგი ხმას ავარჯიშებდა მუდამ ,,ზამიმ"-ის წარმოსათქმელად, რომლით დაწერილი სიტყვები ალბათ ასტრალურ სმენას თუ ესმოდა. დიდებული იყო იგი, როცა კაფეებში თავის ,,სმერტ გაპპო"-ს კითხულობდა უნდა გენახათ,როგორ იზრდებოდა ეს პატარა კაცი და როგორ იპყრობდა თვალებ-აცეცებულ საზოგადოებაშ - (ლექსის ბოლოში მართლაც ისმოდა სიკვდილის შრიალი). ვასილი კამნეკიც ეწვია მაშინ ტფილისს. კითხულობდა ესტრადიდან ,,სტენკა რაზინს". და მოკვეთილი ხმით ..ცარინნ ნა კიჩკუ!" მოედო ტფილისის ქუჩებს,იყვნენ სხვებიც.

თბილისი გახდა პოეტების ქალაქი, კაფე ,,ინტერნაციონალი". იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი გაიძახოდნენ-პოეზია მარტო ტფილისSიაო. პაულო იაშვილი სწორედ ამ ხანებსი ტავს დაეცა ტბილისს, როგორც არტურ რემბო პარიზს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა მან, რომ ტფილისის აღება ბოჰემით უფრო ძნელია ვიდრე პარიზის. ტიციან ტაბიძე ორპირის Wაობში და მალარიაში ლაფორგის მთვარის სიყვითლეს ხედავდა და ლექსებში მასავით უყეფდა ამ ყბად-აღებულ მნათობს. მას ისიც ეგონა რომ ორპირის ყანჩი ლოტრეამონის ,,მალდსარორივით" დაიწყებდა დითირამბულ მონოლოგებს, გრიგოლ რობაქიძეს ამ დროს მხოლოდ ორი რამ აწვალებდა„ აპოკალიფსი და დიონისო. ამავე დროს ამზადებდა იგი ,,ორღობის ეშაფოტს" სა,, პატმოსის რიტმებს", ქვეყანა მართლაც იქცეოდა-და მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ამ ,,ქცევას" პოეტური მღერით ხვდებოდა-(უდარდელობით ხომ არ აიხსნება, აღმოსავლურით თუ ქართულით?)

ტფილისი შეიქნა ფანტასტური. ფანტასტურ ქალაქს ფანტასტური კუთხეც ეჭირვებოდა- და იმავ დღეს იმავ პოეტებმა, და მხატვრებმა რუსთველის პროსპექტზე, №12, შიგნით ეზოში გახსნეს ,,ფანტასტიჩესკიი კაბაჩეკ", პატარა ოთახი სადაც შეიძლება 10-15 კაცი დატეულიყო, მაგრამ რაღაც განგებით 50 ეტეოდა. აქაც„ მსმენელი ქალი იყო ვიდრე კაცი, ოთახის კედლებიდან ფანტასმები იხედებოდნენ„ ისე იყო ღია. კითხულობდნენ იგივე პოეტები და მხატვრები„ ლექსებს თუ მოხსენებებს. მათ მიემატა სწავლული გიორგი არტემიჩ ხარაზოვ, სპეციალობით მათემატიკოსი და ,,განხრით" ფროიდიანელი. დრო-გამოშვებით მექანიკურ ლექსებსაც ,,აკეთებდა". იგი ყველაფერს ხსნიდა ფროიდის მეთოდით ერთხელ ამ მეთოდის პუშკინის ტატიანას სიზმარიც ახსნა. უ7ეცრად ,,კაბაჩოკის" კარებს ვინმე ტფილისელი მოქალაქე მოადგა„ თურმე გაკვირვებოდა სიზმრის ახსნა და ჩუმად აყუდებულიყო იქვე. ხარაზოვმა რომ სიტყვა გაათავა, "მოქალაქემ" უეცრად მსმენელ საზოგადოებას გადასძახა: "ვა, სიზმრის ახსნა თუ გინდათ, ავლაბარელ ვანუას ქვრივს კითხეთ, რაღა". საზოგადოება სახტად დარჩა. ხმაური, აურზაური. ხარაზოვს ეს შეძახილიც ფროიდის მეთოდით უნდოდა აეხსნა - ("მოქალაქის" წინ ერთი სქელი ქერა ქალი იჯდა დაყურსული და ამ მეთოდისთვის ეს ბევრს ნიშნავდა) - მაგრამ ვინღა აცალა: ყველანი დაიშალნენ. ხმაურში სიცილიც ისმოდა. ხანდახან კისკისიც.
ასეთი იყო ტფილისის ფანტასტიკა. მაგრამ უკანასკნელს "რეალობაც" უყვარს. იქვე ახლო, იმავ რუსთაველის პროსპექტზე, ქვემოთ, სარდაფში, ამერიკული "ბარ" იყო გამართული, სახელად - "არგონავტების ვარცლი". "ბარშიაც"ლექსები იყო, ფუტირუსტული ესკიზები, სიმღერა. მაგრამ აქ სხვაც იყო: კოკტაილ "კახურს" ეცილებოდა. იყო კიდევ სხვა, უფრო მიმზიდველი: თორმეტ ჩადედებულ ქალიშვილებს მოჰქონდათ სტუმრებთან დაკვეთილი (სასმელი თუ საჭმელი თუ ორივე ერთად). ეს იყო ალბად იმ განზრახვით, რომ რომელიმე სტუმარი (და განა მარტო ერთი?) თავის თავს იაზონად წარმოიდგენდა (ეა უთუოდ!) და ამ ქალიშვებში მედეას იხილავდა (გასაცნობად, თუ...). სტუმრებს (თითქმის ყველას) ერთი რამ ემჩნეოდათ: ცერი და საჩვენებელი თითი ხშირად ხვდებოდნენ ცხვირს ნესტოებთან - (ეს ალბათ იმის გამო, რომ მაშინ ძლიერ ტფილისში მაშინ ძლიერ გავრეცებული (კოკაინი). "რეალობის" მოყვარული სხვაგანაც ჰქონდათ ადგილი: ეს იყო " ", ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის კუთხეში. აქ უფრო "რჩეული" საზოგადოება იკრიბებოდა. საჭირო იყო სარეკომენდაციო ბარათი. ხშირად სმოკინგს დაინახავდით. უფრო ხშირად ქალის საბალო მოკაზმულობას. იყო შამპანური, დროს-ტარება, ქეიფი, ქალი. შეზარხოშებულნი დრო-გამოშვებით "ფარშევანგის ჰიმნის" მღერასაც იწყებდენ, რომელიც სახელდახელოდ იყო ერთი მუსოკოსის მიერ შეთხზული. აქ ხშირად მღეროდა ორდა. მღეროდა აგრეთვე საბანეევაც,განდიადისას სტუმრები იშლებოდნენ.ბევრი მატგანი სასტუმრო"ორიანტისაკენ" აშურებდა,რომლის საიდულო კველასატვის გამოუცნობი რჩებოდათ: არავინ იცოდა,ტუ რით ცხოვრობდა "ორიანტში" მცხოვრები-(ნუ ტუ ესეც ტპილისის ფანტასტიკა იკო ან კიდევ სხვა რამ ?!)

თვრამეტი წლის ელენა უეცრად გამოჩნდა ტპილიში.

ტპლისში ლამაზი ქალი ლეგენდის ნატეხია.ლეგენდის საიდუმლო კი ის არის,რომ,რაც ლეგენდაში ექცევა,იზრდება თავისით.ლეგენდა მეტია კოველტვის ვიდრე აგებული ლეგენდით.და კაზაკის ასული,რუსტაველის პროსფექტზე ხილული ,ლეგენდის ხტილად გადაიქცა .



კ ა მ ა რ ა მ ე ხ უ თ ე

ტრამვაიში, რკინის-გზაზე, `მეტროში`, ომბინუსში-ხედავ-სხედან დაქანცულნი, თითქმის ყველანი, არაქათ-გამოლეულნი. თუ მოქანცულობამ მუდმივი ხასიათი მიიღო, მაშინ, დროც რომ ჰქონდეს ადამიანს, იგი ვერ ისვენაბს მაინც: ამბობს მედიცინა. მოსვენაბისათვის გახეთებში რებუსებია და შარადები. ხედავ: ტრამვაიში, რკინის-გზაზე, `მეტროში`, ომნიბუსში ხის ვინმე და რებუსს თუ შარადას დასცქერს. ხელში ფანქარი უჭირავს და ცარიელ ოთხკუთხედში რაღაცას წინწკლავს. ხშირად ეს იდიოტური ლექსია, რომელიც მოქანცულმა უნდა გამოიცნოს. შარადას თუ რებუსს ისე დაჰყურებს იგი თითქოს იყოს ალბერტ აინშტაინ. გამოცნობას რომ გაათავებს, შემდეგ იწყება ყვინთვა. დიდ ქალაქში არავის სძინავს მიწის მაგარი ძალით. იქ თითქმის ყველა გამოუძინებელია. ტრამვაიში, რკინის-გზაზე, `მეტროში`, ომნიბუსში ისე ვერ იმგზავრებ, რომ რამოდენიმე მყვინთავი არ იხილო. ხშირად ყვინთვა ხრუტუნში გადადის. ხრუტუნი ხანდახან ბულდოგის ხრუტუნს გაგონებთ. მრავალი მყვინთავი ახალგაზრდებიდანაცაა. ხრუტუნი იდებს ნამდვილი ძილის ხასიათს. მაგრამ სხეული ისეა გამექანიკებული, რომ , დახე: მძინარე მისთვის საჭირო `გაჩერებაზე` თავისით იღვიძებს და დგება მთვარეულივით.
ვერ ისვენებს ვერც ადოლფ უნგარ, ხოლო მას არ ეყვინთება. მის მაგარ სხეულს არ ეტყობა მოქანცულობა. ვერ ისვენებს. იგი ბორგავს ნერვენ-დაკოდილი, გათანგული ერთი ხილვით. უცხო ქალი გამუდმებით იჭრება მის თვალწინ. რამოდენიმე დღეა, დაეძებს მას. მოიარა ყველა გამოჩენილი სასტუმრო: არსად სჩანს კვალი, მოვლო თეატრები, კონოები, მუსიკ-ხოლლები, არ დარჩენია არც ერთი `რევიუ`. დადის განთქმულ კაფეებში. არსად ნიშანი, როგორ ნახავს ამ ვეებერთელა ქალაქში?! ას შემთხვევაში ეს ერთხელ ხდება, მაგრამ ადამიანის გულს სტატისტიკის არ სჯერა. ვერ მახავს, ცხადია, მაგრამ მაინც...და ეს `მაინც` გულისათვის ნატვრის-თვალი ხდება. ბორგავს ადოლფ უნგარ. უცხო ქალი ლოთონივით ჩაეშვა მის ხსოვნაში, ხსოვნა გადნა მთელს მის არსებაში. პლანეტის ელემენტივითშეიჭრა უცხო ქალი მის სხეულში. ასტრონომიული აბრუნდია საჭირო, რომ იგი სხეულიდან ამოვარდეს: გზნობს სხეული ადოლფ უნგარის, ვეღარც მუშაობს: აზრს საგანზე ვერ აჩერებს, ნება სხვისაკენ იმართება. შეაჩერა `ფალესტრას` დადგმა. დირექციას გამოუცხადა: ავადაა-(განა არ იყო ავად?)/ ბორგავს და ებრძვის ქალის ლანდს. მაგრამ ლანდი უფრო ძალუმი გამოდის და ვაჟი რჩება მორეული. არ იცის, რა ჰქნას. რა ემარტება?! უჯავრდება თავის თავს. ხოლო გამარჯვება ნერვიულობას უმატებს. მოჩვენაბა ხომ არ იყო? მაგრამ რა უნდა უნდა `მოჩვენებას` რკინა-ბეტონის სამთავროში! მგზავრი იყო ალბათ ვინმე: შეჩერდა ამ ქალაქში და მერე ისევ გაუდგა გზას-ეუბნება გონება. მაგრამ არ სჯერა მაინც-(ან როდის უჯერებდა: იგი სასწაულ ელის ყოველთვის).
ქუჩა-ქუჩა დაყიალობს ადოლფ უნგარ. აი ეხლაც: მიბორგავს იგი თვალ-უწვდენელ ქუჩაზე უსაგნოდ, უმიზნოდ. ეგებ ჰგონია, შემთხვევით წააწყდება სადმე უთვალავ მასსებში?! ვინ იცის: შეიძლება. შეჩერდა კუთხეში. თვალი შეჩერდა უნებურ. შუაგულ ქუჩაში მუშები მუშაობდენ დაკარწახებულნი. ასფალტს ამსხვრევდნენ წერაქვებით ხან-მოთეულს. იქვე გვერდით ასფალტს ასხამდენ აოხშივრებულს. იდგა წუთხე სუნი. მზე ფერ-გადასული სჩანდ, არეს ხუნი გადაჰკრავდა. რუხი მურები ამრეზილიყვნენ. დააკვირდა უნგარის თვალი მუშებს. დაკორძილ თითებში იმორგვებოდა ძალა. ტიტველ მკლავებს ძარღვები დაეჭიმათ. ძარღვები გველებ გვანდენ კან-ქვეშ დაკლაკნინებს. აკვირდებოდა უნგარ მომუშავეთ. სახეები მზით დასიცოდათ მუშებს. ოფლიც სდიოდათ წვირიანი. ზოგი მათგანი ხელს მიიტანდა ხოლმე შუბლთანდა ნელი მოსმით შუბლს იწმენდდა. სახეებში სჩანდა გარჯა, შრომის მადლი. მაგრამ ტვალები დაფარულ ბოღმით იყვნენ სავსენი. გამოიხედა ერთმა, გამოიხედა მეორემ. უნგარმა თვალი ვერ გაუსწორა: ვერც პირველს და ვერც მეორეს. თავი დახარა: თითქო შერცხვა რაღაცასი. ფიქრმა გაურბინა მოკლემ: რატომ აქამდე არ მიუქცევია ამგვარ მომუშავეთათვის ყურადღება?!გასწია ქვევით.

წინ მაღალი მოჩვენება შემოეფეთა, საჟენ-ნახევარი სიმაღლით.ეცვა: კლოუნის ჭრელი შარვალი, დიდი წითელი ფრაკი. თავზე დიდი ჩაფხუტი ჰქონდა, სქელი ქაღალდისაგან გაკეთებული. სახედ-შემზარავი მასკა. ამ საფრთხობელაში კაცი იყო შემძვრალი და ხელებსა და თავს ისე ამოძრავებდა, რომ მაღალ-აწვდილიმოჩვენება სხვა პლანეტიდან ჩამოვარდნილ არსებად ცხადდებოდა.მოჩვენება რაღაც რეკლამას არიგებდა და გამვლელებს რაღაცას ჩაბუტბუტებდა. შეეფეთა უნგარს აპოკალიპსური მოცვენება, თითქო კლოუნისა და მიტროპოლიტის ტანსაცმელსი გამოწყობილი. რაღაც ჩაუბუტბუტა და რეკლამის ფურცელი შიგ ცხვირსი შეაჩრა. ადოლფ უნგარ განზე გადგა: თითქო რისხვით. გაიფიქრა: საშინელების გამოსახვაში რეკლამამ აპოკალიპსს აჯობა. შემდეგ ისევ მოჩვენებისკენ გადაიხარა, რომელიც ეხლა სხვა მიმვლელს ეჩრებოდა, და გაიგულვა. ვინ არის ნეტავ შემძვრალი ამ მოჩვენებაში?! რომელი ,,იკსი" ან ,,იგრეკი" ადამიანის?! ნეტავ რას შოულობს ასე გამასხრებული?! ალბად ორ-სამ გროშს... გულს მოაწვა რაღაც: იგრძზნო უნგარმა. დაღუნა თავი. იგრძნო კიდევ შერცხვენა. გაუდგა გზას. ქუჩის კუტხეებში ბრმებია. უმეტეს-წილ ინტელიგენტები. უმეტეს-წილ ომსი დასახიჩრებულნი. ისინი დგანან ,,დაყუდებულებივით" და არას ითხოვენ, ხშირად ხელში ასანთი უჭირავთ. გამვლელნი ყიდულობენ და ოდენ მეტს აძლევენ ვიდრე ასანთი ღირს.აღმოსავლეთში ბრმები ბავშვებს დაჰყავთ.აქ კი-ძაღლებს.სწორედ აქაა საჭირო ქვა იყოს გული რომ ეს თვალები იხილო.უმწეოა ბრმა, რომელიც ქუჩის კუტხეში დგას. მას ესმის ხრიალი დიდი ქალაქის,თვითომაც არის ჩვეული ამ ხრიალს,- ეხლა კი მისთვის ყველაფერი დახშულია.სდგას გარინდული. რამდენი ვინ გაიარს მის გვერდით- ყოველ წუთს, ყოველ წამს- რამდენი ვინ გაიარს და რამდენი ფიქრით და რამდენი ბედის-წერით- და ბრმა იხუთება სიბნელის ჯურღმულში.სდგას გარინდული.უნდა გამოვიდეს ამ ჯურღმულიდან.არ ძალუძს, არა: სჯობია ასეთი ბრმა სადმე სხვაგან იყოს, საცა ცხოვრება მყუდროა და ნელი.ხმაური მა საღეზებს მხოლოდ.მაგრამ იგი სდგას მაინც როგორც მუმია. ბრმა თველები გადმოუკაკლავს, თვალღია სიზმარს თუ ხედავს.
ადოლფ უნგარ მიუახლოვდა ერთ ბრმას.გამოართვა ასანთი, მისცა მარკა.ბრმამ ,,მადლობას" ამბობდნენ უთქმელს. უნგარ შეირხა. ჩააშტერდა თვალებში ძაღლს. ძაღლი თითქო ახალისდა და იქყო ალერსიანი წკმუილი: წამოიწია ოდნავ უნგარისკენ. ,,ჯეკი": კინაღამ წამოიძახა უნგარმა და მოწოლილი სახელი ყელშივე ჩაახრჩო. უცბად თავი მაღლა ასწია და შეაჩერდა ბრმას.ადოლფ უნგარ გაქვავდა: ეს იყო მისი მეგობარი, ჰერმან ჰაუსმან. და ერთ წუთში მეგობრებთან განვლილმა ხანამ გაირბინა. ჰერმან ჰაუსმან ომში იყო უნგართან ერთად და იქ დაბრმავდა. ეს იცოდა უნგარმა. მაგრამ, თუ მას მათხოვრად იხილავდა სადმე ქუჩის პირას, ეს მას ვერ წარმოადგინა.უნგარ იდგა გაქვავებული. ძაღლმა გამოიცნო: იწყო ნადირული შეფრფინვა ხალისიანი.ხოო ბრმა იდგა უძრავად თვალე-ამოღებული.კიდევ შეხედა მეგობარმა. სიტყვა აწვებოდა, მაგრამ ვერ ამოეთქვა გრძნობა: ამ წამს ყოველი მისი სიტყვა ყალბი იქნებოდა, ხელი ჯიბეში ჩაიყო და ამოიღო ოც-მარკიანი. გადასცა ჩუმად ბრმას. ბრმა ალუღლუღდა გაკვირვებული, როცა ქაღალდის ფული ხელში მოექცა. შემდეგე-ერთი უეცარი მოსხლეტით გამოტრიალდა უნგარ. ძაღლმა წამოიწია, თითქოს გადევნება სურსო, იწყო ყეფა. ბრმა ძვლივს აკავებდა. უნგარ მიდიოდა თავ-ჩაღუნული, ზურგი გრძნობდა ბრმა მეგობრის თვალებს- ჩამქრალებს, ჩამშრალებს: თითქო იხედებოდნენ უსინათლონი და სდგაგავდნენ გამობრუნებულს. ხელიც იწვოდა სირცხვილით, რომელმაც ფული გადასცა. ტანი გრძნობდა ჟრუანტელში უხერხულობას. რად არ გამოეცნაურა? რატომ ვერ დასძრა ენა? რისთვის ვერ უთხრა ერთი სიტყვა? ერთი ობოლი სიტყვა მაინც ? უნგარ მიდიოდა გაგუდული.რცხვენოდა რაღაცის-(თავისი თავის?),ხელმა ხელს ჩასჭიდა ხელი:თითქო დამსხვრევა სურდა. სხეულს მოუნდა,ქმედებაში გადავარდნილიყო უნგარ გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს. შეუხვია სატელეფონოში. გამოიძახა ავტოგარაჟი. მოიხმო ავტო.
ათ წუთში მოგორდა ლითონის მუდო. შეჩერდა ბურდღუნით. შოფერი წავიდა. უნგარ ჩაჯდა ავტოში და მიუშვა ქალაქის გარეთ. სხეული დაეწურა. ძარღვები დაეჭიმა. კუნთები დაეოკა. გათანგული ტანი გაესხეულა გავარდნილ ლითონს. გავიდა უნგარ ქალაქის გარეთ. გზადკეცილი სჩანდა როგორც გასროლილი მდინარე გაქვავებული. იდგა მყუდროება, მყუდროებას ლეწავდა აშმაგებული ლითონი. ავტო მიარღვევდა სივრცეებს და სივრცეები გარბოდნენ გვერდულ. ტანი გავარდნილი გრძნობდა სიამეს. რაღაც უჩვეულო აშვებას. ნერვი ხალასდებოდა. კუნთი იხვეწებოდა. იყო სასტიკი დაძაბულობა. ტანი გზნობდა: განქანას ერთვოდა და თვითონაც იქცეოდა მანქანად. გძნობდა თანვე:ლითონის მოლეკულურ ტანში გადმოდიოდა,ლღვებოდა და მაგრდებოდა ავტო ას კილომეტრს გარბოდა სააღში. სამი საათის შემდეგ მოაბრუნა უნგარმა ავტომობილი და ისევ ქალაქისკენ მიაშურა ეხლა უფრო მეტი სიმალით. იკარგებოდა ყოველი ფიქრი, ინთებოდა ყოველი სურვა, იკეცებოდა ყოველი ნაოჭი ყოველი გაეჭვების, იწურწურებოდა ყოველი გაორება,რჩებოდა მხოლოდ ლითონსხეული, საცა ყოველ მოლეკულს თვალი აეხილა, რომ ,, მოქნეული" ყოველთვის ყოფილიყო ,,მოზომილი" უფსკრულის პირასაც კი. ადოლფ უნგარ მარტო უფსკურულს ეძალებოდა და ხარბად ხრეპდა მის სუნთქვას. ერთი უხერხული გახრა, ერთი უჯერო გადაცდენასხეულ-ლითონი გადაიცჰეხებოდა მაგრამ ეხლა უნგარ ერთი მორგვი იყო სასტიკი და მორგვი თვალი იყო სწორი და უტყუარი. მანქანის მართველი მთლად გადავიდა მის ახორებულ რითმში. თვალი ზომავდა ნადირის ბასრი მზერით გზადკეცილის მიხვეულს თუ მოხვეულს, ოღროს თუ ჩოღროს- და მანქანა მიხვეულ-მოხვეულში ისეთი დაქნილი ხვევით გაირბენდა და ოღრო-ჩოღრო ისეთი დატმასნილი სრიალით აიტანდა, ლითონ-სხეული სივრცეებს მიარღვევდა. სივრცეები გარბოდნენ გვერდულ მოქნეულნი. თვალამზერდა ნადირის ბასრი მზერით შორით. წერტილი შეამჩნია, წერტილი საშინელი სიმალით იზრდებოდა,მთვრალი ლითონ- სხეული კიდევ უფრო თვრებოდა და გარბენას არ ანელებდა. წერტილი დიდი ურემი იყო დატვირთული, რომელსაც ორი უზარმაზარი ხარიმიაგორებდა სხეულ-ლითონი დაეწია ურემს, ერთი წამი: უნდა გადაუხაროს. ერთი წამი ავტო ურემს უნდა დაენარცხოს, - წამი გადიდდა არე ბნელმა მოიცო, ალღო შეეხო სიკვდილის შუილს ერთი წამი და ავტო ურემს უნდა დაენარცხოს:უეცრად მარჯვენა ხარიც გაყვა მარცხენას ისეთი სისწრაფით და ისეთისიმარჯვით რომ ურემი თითქო განზე გავარდა: თითის სიგანეზე გაურბინა ავტომ. სხეულ-ლითონი მართლაც თავს გადაევლო პირღია უფსკრულს.
გადარჩა,უნგარმა ღრმად ამოიხვნეშა, ხვნეშას ამოჰყვა მხეცური შიში, ტანი აცახცახდა, როგორც ცხენი ძარღვ- შეშინებული;დაესხა ცივი ოფლი, ლითონ-სხეულმა უკლო სიმალე. უნგარ შევიდა ქალაქში და გაეშურა სახლისაკენ. საღამო იყო. დავარდა ლოგინზე მოკვეტილი და წამვსე დაეძინა. ეძინა ქვის ძილით . მეორე დღეს თერთმეტსაათზე გამოეღვიძა. დახედა საათს და გაუკვირდა. როცა ადგა, შვება იგრძნო ურკვევი; სხეულს საოცარი სიმსუმბუქე და სიმჩატე მისცემოდა. იგრძნო კიდევ სხვა რამ უფრო სახარელი სხეულიდან ,,პლანეტის ნატეხი"(უცხო ქალი?) თითქო ამოვარდნილიყო. უნგარ შეუდგა მუშაობას დამშმიდვებით და გულდასმით. ,,ფალესტრას". დადგმის გეგმას თვალს ავლებდა დაა რვეულის გვერდზე სხვადასხვა შენიშვნას აკეთებდა უეცრად გაისმა ტელეფონის წკარუნი. აიღო ტელეფონის ტარი.
,, ალლო"
,, მე ვარ, პეტერეც. გეძახით კაფე WIEN-იდამ უცხო ქალი აქ არის"
,,კარგი".
ჩამოკიდა ტელეფონის ტარი.
იყო ეს ცნობა მისთვის მართლაც ,,კარგი" ?! უნგარ აიმღვრა, აირია. თუ ნამდვილი ვაჟკაცია, არ წავა: . გაიფიქრა. მაგრამ სადღაც უძირო კუთხეში. სიამე იზრდებოდა და მასთან ერთად საცდურიც. ნეტავ არ ეცნობებია ეს ამბავი პეტერეცს: გაივღო გულში. მაგრამ გული სხვას უფრო ელტვოდა. უნგარ ისევ მოიღუშა.გრძნობდა: ნება თანდათან ეკარგებოდა.წამოდგა თითქო მრისხანე.
კაფე "WIEN" ელექტროს ნათელში იყო აღვივებული.ელექტროს ნათელი ლიმონის ქერქის ფერში დნებოდა.მარმარი და ნიკელი ცურავდნენ ამ მოყვითალო ფერში.უკრავდა ორკესტრი, ვიოლინოები,ჩელო, ფლეიტა ,კლისოფონი და დირიჟორი 9ესეც ინსტრუმენტი იყო ორკესტრში.0 დირიჟორს, შარვალ-ჩაშვებულს ოდნავ, სახის მეტყველება იმ კაცის ჰქონდა, რომელიც ეს არის,ნაცნობს ფულს დაესესხება. მოგორავდენ ამერიკულად დაურვებული ზანგური რიტმები. მაგიდებტან მჯდომარენი რიტუალური სიდინჯით შეექცეოდენ: ზოგი ყავას, ზოგი ჩაის, ზოგიც აპერიტივებს-(აპერიტივი მეტაფიზიკაა ევროპულ კაფესი).

კაფეს მეორე სართულსჰი ისხდნენ ჟანნეტ და პერეც. ესენი ჩაის შეექცეოდენ.გვერდით, ახლო, მაკ კოლახ იჯდა. პერეცმა წამსვე გამოიცნო ამერიკელი. გაუკვირდა მხოლოდ: "ის ლამაზი ქალი რატომ არ არის მასთან." მაკ კოლახ გაზეტს კითხულობდა,როგორც ფარაო უცხო ფირმანს. პერეც არ იყო გუნებაზე. ორი-სამი ახალგაზრდა გამოჩნდა ოდნავი ბორძიკით: ცოტა "გადაკრულები" იყვენ. ჩაუარეს პერეცისა და ჟანნეტის მაგიდას გვერდით და ქალს ორჭოფი რიმილი დააყარეს. ჟანნეტ აიმრიზა.
"ნეტავ რას ნახულობენ ამ სიმთვრალეში?"
ჩაილაპარაკა ცოტა გაგულისებულმა,
ფერეცმა თემას მიაგნო თითქო და ახალისდა:
"რას ნახულობენ?1 რასა და თავ-დავიწყებას.ოპიუმი, ჰაშიში. კოკაინი, ალკოჰოლი,ეფირი, ნიკოტინი, კოფეინი, თეინი- ეს რომ არ იყოს, ადამიანი გაგიჟდებოდა.კაცს ემძიმება თავისთავი და უნდა თავი დაივიწყოს. ახალი სათრობი ელემენტის გამოგონება ასტრონომიულ აღმოჩენას უდრის. მერწმუნე, არის განა ვინმე, რომელიც არ თვრება თავ-დავიწყებისთვის? წინასწარმეტყველი არ "სვასმს" , მაგრამ დამტვრალია უზენაესი ხილვით. ასევე ყველა: პოეტი- სახეებით, მსახიობი- თამაშით, ქალი- ეროსით.არ არი არცერთი ადამიანი, რომ არ თვრებოდეს რამეთი. წარმოიდგინე: ცხოველიც კი თვრება ოგიერთი"
"თავ-დავიწყებისათვის"...
ჩაილაპარაკა ქალმა: თითქო ეს სიტყვა პირველად მოესმა, თვალები განაბა.
"დიახ თავ-დვიწყებისათვის... არის რაღაც მწარე და აუტანელი თვითონ ყოფაში. მწარე და აუტანელი ყოფის ძირშივე, ადამიანს რაღაც სტანჯავს, რაღაც აწვალებს"...
" და ეს არის"...
"ეს არის ადამიანის "მე". ეს აღმოსავლეთმა კარგად იცოდა."მე": ყვალაზე უმწარესი"...
"და უტკბესი".
სწორედ, სწორედ: ყველაზე უტკბილესიც. აქ მარხია ყოფის საიდუმლო"...
პერეცს აეშვა საღერღელი. ამ გაუსწორებელ მონოლოგისტისათვის დიალოგიც მისწრება იყო. მით უმეტეს, რომ დიალოგს შემდეგ დაშემდეგ მონოლოგად აქცევდა. ეს იყო მისი პათოსი. ეხლაც აიწვა ამ პათოსიტ. უნდოდა სიტყვით გაეგრძელებინა, მაგრამ უეცრად მომდგარი სიტყვა პირში შერჩა ლუკმასავით. გაიხედა: "ის" უცხო ქალი მოდიოდა. მაგიდები აუშმუშნენ და გაცეცებული თვალებით შემოსულს მიაშტერდნენ. ქალი დაჯდა ამერიკელთან. სახე მოკუმული ჰქონდა და კუშტი. ძუ მგელი რომ გაერიოს მსგავს ძაღლებში: ისე ჩანდა ქალებში. უხდებოდა ევროპიული ჩაცმულობა, მაგრამ სიველურე ელვარად ელვარად ედებოდა მთელს მის აღნაგობას. პერეც დუმდა. მაგიდებში პაუზა ჩამოვარდა. ჟანნეტ თვალით ზომავდა ქალს, როგორც მოსისხლეს. პერეცს არ გაუმხელია, რომ ახლად შემოსული სწორედ ის ქალი იყო, რომელიც ადოლფ უნგარს ფალესტრად, ამორძალთა დედოფლად წარმოესახა.
მაგიდებში ჩამორჩენილი პაუზა ისევ ამერიკელმა დაარღვია: "ხვალ სამასკო ბალი იმართება" - უთხრა ნელი ხმით ქალს და გაზეთი მიაწოდა. ქალმა გამოართვა გაზეთი და იწყო ქრონიკის კითხვა: უხმოდ. სახეზე "მოლბობამ" გადაურბინა.
პერეცს სიტყვა "სამასკო" შვებად მოესმა. სიტყვის გასაგრძელებლად ეს სიტყვა მოსწრება იყო. აილეწა კვლავ. აუშვა საღერღელი, ცოტა ხმას უმატა - ( უთუოდ სურდა, უცხო ქალსაც გაეგონა).
"სიახ, უმწარესი და უტკბილესი: "მე", აქ მარხია ყოფის საიდუმლო. უმწარესი - რადგან სიკვდილია იგი, უტკბილესი - რადგან სიცოცხლეა იგი.თითქმის ერთსადაიმავე დროს. თვითონ ყოფა მარადი ქცევაა, მუდმივი ცვლა, უწყვეტი დენა. ამ დენაში, ამ ცვლაში, ამ ქცევაში - ცხადდება და ცნაურდბა "მე", "პირი" . მარადი ქცევა, მუდმივი ცვლა. ქცევა და ცვლა - რის? და აქ იჭრება ხელუხლებელი "სახე", ხატი (არა სალოცავი):დემოკრიტის "გარსი", პინდარის "აოდოლონ", გერმანული "აბბილდ". ნიშანი ამ "სახის" არის მასკა, ნიღაბი. და დააკვირდი: იმ კულტებში, საცა "ცვლა" ყოფის საიდუმლოდ იყო გამოცხადებული, "ქცევა" მასკით ხდებოდა. მაგალითაად - დიოსონის კულტში. "მე" უნდა გაიხსნეს, უბდა გაირღვეს. არსი უნდა გადავიდეს ყოვლადში. პიროვნება უნდა ეზიაროს ზეპიროვნულს. ეს არის დიოსონის ფენომენი. და მერე როგორი იყო რიტუალი ამ ფენომენის? მასკის აფარება, მასკის, რომელიც დიონისოს სახავდა. ერთ ალაგს უკვე ნახეს ორი კერპი დიონისოსი, წმინდა ფიჩვისაგან ნამზადი, წითლად შეღებილი - (სისხლის ნიშანი). ქალები ამ კულტში გამოდიოდნენ: ძაღლებად, მგლებად, პანტერებად, გაზელებად. რისთვის? მისთვის \, რომ აღესახაღ ყოვლადში გადასვლა, სულ ერთია, რაა ამ შემთხვევაში ყოვლადი: ძაღლი, მგელი, პანტერა, გაზელა, თუ სხვა რამ.ინდიელი მგელს აიყვანს ხოლმე, როგორც ტოტემურ ცხოველს.ტოტემი აქ ინდიელისათვის ,,პირველი კაცია", როგორ აიყვანდა მგელს კაცად, თუ მას არ წარმოსახვოდა, ან და არ მოლანდებოდა, კაცის გადასვლა მგელში და მგელის კაცში?! მაკედონიის მენადებს თავზე რქები ჰქონდათ გაკეთებული, ნიშნად ხარღმერთთან (დიონისოსთან) კავშირისა.საბაზის (დიონისოს) კკულტის მსახურნი სახეს იღებავენ.საქართველოში- ,,გონჯას" ამბავი.სატურნალიების მონააწილენი სახეს იმურავდნენ წითლად -(აქაც სისხლის ნიშანი).კვიბელლას ქურუმები ცარცით ითეთრებდნენ სახეს. ეს კიდევ არაფერი.



კ ა მ ა რ ა მ ე ე ქ ვ ს ე

მისტერ ლეიკის წინადადება პელეტიეს მიმართ არ იყო უკანასკნელისათვის კომმერცია. პელეტიეს თვითონ აწვალებდა მუსიკა ზანგების. მის ხსოვას წვავდა: Casino de Paris, 1918 წელი, ჯაზ - ბანდი, ახლად გამოჩენილი ევროპაში. აქ მას მოესმა აბსოლუტური რიტმი. პირველად. აქ მან იგზნო აფრიკის სიცხე და ზანგების სისხლი. უაღრესად. ხელი შეახო ანგლო - საქსურ მაგარ ძალას და სწვდა ამ ძალის მანოყიერებელს.: შავკანიანების წვას. იწყო სწავლა საოცარი მუსიკის, რომელიც მოდიოდა: ჩიკაგოდან, ბროდვეიდან, ნიუ - იორკიდან, ინდიანოპოლისიდან. მოისმინა მრავალგზის კანნის და დოვილლის კაზინოებში ბილლი არნოლდის ორკესტრი. პალეტიე ტყვევდებოდა. გაემგზავრა ამერკას. მოისმინა მაგარი ჯარ-ბანდი ბოსტონის ,,ოტელ ბრუნსვიკში", ნიუ-იორკში ნახა სახელოვანი პოლ უაიტმენ (Whiteman), რომლის მრავალ-საკრავებიანი ორკესტრი უკრავდა აქათქათებულ ,,პალე-როიალში". იყნოსა ზანგების სასულიერო გალობა (,,Spiritual"), რომელსაც შავკანიანი მომუშავენი მღერიან პლანტაციებში. ამ გალობაში უკვე იყო ,,სინკოპა", ეს ჯადფოქარი ჯაზის რიტმიკის. შესვა ნაირ-ნაირი "რაგ-ტაიმ". აქ სინკოოა კიდევ უფრო ხელდებოდა. დათვრა პელეტიე ზანგების რიტმული პოლიფონიით შეამჩნია: აზიიდან ბევრი-რამ გადასულიყო აქ სან-ფრანცისკოს გზით. დააკვირა ერთ გილისხმიერ მოვლენას: მაორისა და ახალი ზელანდიის თემები უნისსონით მღერიან, მაგრამ ტონალობა ნაირ-ნაირია, რადგან ერთი მღერის მეოთხედტონით მაღლა, მეორე კი დაბლა. ეს იგივეა ვიბრაციაა ტონის ირგვლივ, რომელიც ახასიათებს ჯაზ-ბანდის აგებულობას. შეისწავლა პელეტიემ თვითონ ორკესტრი ჯაზის, რომელიც თავის ჯიშით ნელი ოკეანისაა და არა მარტო ატლანტიკის. შეისწავლა ჯაზის საკრავები, განსაკუთრებით "სრტყმევი" ინსტრუმენტები. შეისწავლა საკსოფონი (ადოლფ საკსის გამოგონება), სარრიუსოფონი (სარრიუსის გამოგონება), სუზაფონი ( სუზას გამოგონება). საკსოფონში დაინახა ლითონი კრიალა და ხის სირბილე. შეისწავლა კლისოფონი: ხის ჯოხები თუ ფირფიტები სხვადასხვა ზომის, რომელნიც დაკვრისას გამოსცემენ ხმიებს სხვადასხვა სიმაღლისას. გადაიხილა მთელი სისტემა დოლების და დაირების და მათი საოცარი მომარჯვება ერთი დამკვრელის მიერ განსაკუთრებით შეიყვარა "ბანჯო", ეს ჯადოსანი სიმებიანი საკრავი, რომლის სინკოპური ხმა("მ-ტა", "მ-ტა", "მ-ტა" განეწყვეტელი) უფრო ხმელია, უფრო ნერვიულია, უფრო ბასრია, ვიდრე ხმა არფასი. აღნიშნა: ორკესტრში ერთი და იმავ საკრავისათვის მრავალი " სურდინაა" (ჩუმალა) ტონის ასხვავებისათვის. ყურად იღო: სპილენძის საკრავი თითქმის "ჩუმალით" მიდის ყოველთვის, რომ გამოსცეს ღმუილი ხმიები. შენიშნა "სარტყმევების" მნიშვნელობა. პელეტიემ იცოდა, რომ რუსულ მუსიკაში ზარები თითქო სერავენ (არ არღვევენ) ხმიების ატბორილ მასსებს. ჯაზ-ბანში ზარების მაგიერ "სარტყმევები" გამოდიან, რომლებიც სჟრიან ატევრილ მასსებს ხმიებისას,რომ დახეტქილები ილტვოდნენშემდგომ ურთიერთობისადმი მეტის ვნებით და მეტის ხოშით. დააკვირდა მუსიკოსი: ამ გახელებულ საკრავებში კიდევ უფრო ხალისდებოდა ვიოლინების განიერი (ცხცახი) და რბილდებოდა მათი ნელი GLISSANDRO (სრიალი). ორკესტრში თითქო ხან მხეცი ბღაოდა დაკოდილი, ხან კი პირველი კაცის ხმა ისმოდა, რომელმაც ცეცხლი აღმოაჩინა. შეამჩნია ხაზები: პოლიტალური და ატონალური, ერთდროული ხმიერება მინორული და მაჟორული აკორდებისა მეოტხედ_ტონებთან (ტეხნიკის გაფართოებით: ცვლა ტრომბონის "ცუგის" სიგრძისა, ცახცახის ანაირება სათითეებისა საყვირზე, თითების უმჩნევი მოშვება ვიოლინის სიმებზე და სხვა.) განსაკუთრებით მოეწონა ზეზ კონფრეის "კატუნია კლავიშებზე", საცა წმინდა მაჟორი და წმინდა მინორი ერთდროულ ხმიერდებოდნენ. პელეტიეს ეცნაურა კიდევ ერთი რამ, ვიოლინი არ სცილდებოდა ამ ორკესტრში ტავის მელოდიას, როიალი კვალავდა რიტმულ და ჰარმონიულ ფუძეს, ხოლო კლარნეტი სწყვეტდა შიგადაშიგ თავის მელოდიას ხალისიან ამრგვალებით და თავ გასული ცელქობით.საკრავების უმრავლესობა ორკესტრში კლარნეტს ჰბაძავს, - შეამჩნია პელეტიემ. ყოველ საკრავს თითქო თავისი მელოდია მიჰყავს, მაგრამ იმავე დროს ერთგულია საერთო გეზის- სწორედ ისე, როგორც საქართველოს კუთხის, გურიის, საოცარ სიმღერას,რომელსაც პელეტიე გაეცნო გრამაფონის ფირფიტებით). თავსა-ჰყოფს განსაცვიფრებელი ქმედება უცებური (*იმპრივიზაცია). ყოველი საკრავი, ყოველი ტონი, ყოველი ჩასუნთქვა თუ მოსმა თუ დარტყმა-თავისკენ იწევს, ხტის და უხვევს, მაგრამ არც ერთის არც ერთი გადახვევა არ იქცევა "გადაცდენად": ყოველი მათგანი მთელს უბრუნდება, როგორც მამას თუ დედას, როგორც ტავის საშოს. პელეტიე დაიპყრო ჯაზის იმპროვიზაციულმა დენამ, ლენნოკს - ავენიუზე, მან მოისმინა მომღერალი ქალი , ზანგი. ქალი მღეროდა ერთსა და იმავე მელოდიას, ორკესტრი საფენელს უშლიდა, ქალიც იმპროვიზატორობდა და ორკესტრიც. კიდევ მეტი: ქალი ორკესტრში უშვებდა თავის შთაგონებას და ორკესტრიც თავს ეხვეოდა ქალს თავისი ატეხილობით. ასე: სიმღერა, ქცეული საკრავად, თითქო თავის თავს უბრუნდებოდა, იგივე ხდებოდა როცა პელეტიე მოცეკვავთა და ორკესტრის "შებმას" უცქერდა. და იყო ყველგან: მიწის სიხალისე და ავხორცობა.ხანდახან ამ სიხარულში სევდა შემოიჭროდა:სიმღერა ,,ბლიოზ" (bლუეს), მელანქოლიური სუნთქვა დიდი ქალაქების, იშვიათი, მაგრამ ფიცხელი და ბასრი. აქ მელოდა გატიტვლებული გამოდიოდა, რომელსაც არხევდა თუ არწევდა უმჩნევი რიტმიული ხაზი, ოდნავ კვეთილი და წამახული. მოეწონა პელეტიეს ბრაგამის ,,Limehouse Blues". მოისმონა ოპერეტებიც: ,,Shuffle along" საიზელის და ბლეკის და ,,ლიზა" პინკარდის. ყველგან ესმოდა ერთი და იგივე: გამოტოვებანი (Echappees), დისსონანსები პასსაჟებში, გატეხილი აკკორდები თუ დატეხილი, არპეჯიები,კაზმულობანი,ორნამენტაციები,ასხვავებანი,დანელებანი,დასქელებანი ტემბრების,გაჯგუფებანი და შეერტებანი სხვადასხვა წყობის ტემბრების, თამაში წინამდეგების (კონტრასტების). -და იმავე დროს: მელოდიური სურათის საოცარი რელიეფი, სასტიკი რკვეულობა და კვეთილობა, დაძაბული და დაოკილი კლაკნილი და ხვეული , ლითონური მთლიანობა, -და ყველგან: სინკოპა, სინკოპა, მუხლ-მოშვება, ოდნავი შეჩერება, ხტილის ამოვარდნა, თავის შეყენება, სინკოპა,ეს საოცარი ბგერა მოკლე ნოტაზე თუ პაუზაზე, რომელიც კიდევ უპრო აგიჟებს, ახელებს, ღეზებს რიტმულ მოხეთქილ დენას,-და ბოლოს:ემოციური ავსილობა და პიზიკური ტკბობა.
პელატიეს წინ დიდი საცდური აიმართა.უღალატოს ევროპის მუსიკას და გაჰყვეს შავკანიანების ახურებულ რიტმებს !?მაგრამ ხომ ეზიარენ ევროპიელი კომპოზიტორები ზანგების სისხლს?!მაგალითები.ალფრედო კაზელამ თავის "ხუთ პიესაში სიმებიანი ორკესტრისათვის "გამოიყენა ვენის ვალსი და ფოკრს ტროტი.ორიკის "გამოთხოვება ნიუ იორკთან"და ერიკ სატის "პაკეტბოდ პარადზე":აქ 'რაგ-ტაიმის"ელემენტები გახსნილია სიმფონიურ რკალებში .იგორ სტრავინსკიმ თავისი "piano rag music""რაგის" რიტმული ელემენტებზე ააგო კონცერტულ პიესად (როიალისათვის).ჟან ვინიერის "ასინკოპებული სონატინა " ,დაწერილი სონატის ფორმით, შემადგენელ ელემენტებს ჯაზიდან იღებს.და მრავალი.პელეტიეს აღარ ეშინოდა შავკანიან საცდურის.

როცა მისტერ ლეიკმა მიმართა,პელეტიეს უკვე ჰქონდა გამზადებული რამოდენიმე მუსიკალური პიესა ,ჯაზური."rag revue":ეს სახელი დაარქვა ლეიკიმ მუსიქ-ჰოლლს, რომელიც მან მაკ კოლახის დახმარებიტ გამართა-(ლეიკ ბროდვეიდან იცნობდა კოლახს).პელეტიემ ჯერ ორკესტრი შეადგინა.ამ შედგენაში პოლ უატმენის მაგალითით ისარგებლა.განაწესა:სამი ვიოლინი, ორი კონტრაბასი, ერტი ბანჯო, ორი საყვირი (ერთს შიგადაშიგ საკსგორნსოპრანოსათვის უნდა დაეთმო ადგილი), ორი ტრომბონი (ერტი ხანდახან ევფონიუმს უნდა ნაცვლებოდა). სამი ვალტორნი, სამი საკსოფონი (სამი წყობის-სოპრანოდან ბანამდე, დრო და დრო ადგილი უნ და დაეთმოთ კლარნეტებისატვის), ერტი სარრიუსოპონი, ერთი სუზაფონი, ორი როიალი (ერთი ხანდახან ჩელესტას უნდა ნაცვლებოდა), ლიტავრები და სარტყავები. ამ საკრავებს პელეტიემ სამი-ოტხი თარიც დაუმატა, მისტერ ლეიკის რჩევით, რომელსაც ამ ჯადოქარი აღმოსავლური საკრავის ხმა სპარსეთში მრავალჯერ ფიცხელი ტკბობით გაეგონბა. პელეტიემ სხვა რჩევაც გამოიყენა ლეიკის. სცენის უკან მან მომართა წყალის შუილი თუ შიშინი. სამხარი ისე მომართული, რომ შიშინი თუ შუილი საჭირო წამს ხან აბორგილიყო, ხან კი დამცხრალიყო, ხან აზვავებულიყო, ხან კი დანელებულიყო.

მაგრამ ბედი რომ გქონდეს , ონდა იყო "გაბედული". მისტერ ლეიკ გაბედული იყო. მაგრამ არა ბრმად:მის გაბედულობაში ანგარიშს იმდენი ალაგი ჰქონდა მიკუთვნილი, რამდენიც ალღოს. არც მეტი, არც ნაკლები.მისტეერ ლეიკ ერთგული იყო თავისი დევიზის და გუმანმა მას არ უღალატა:მუსიკხოლმა გაიმარჯვა მაგრად "rag revue" სავსე იყო ყოველთვის. ყველას უნდოდა ენახა სიგარის-ფერი თუ ყავის-ფერი ალესილი ტანები და მათი გახელებული რიტმები. ქუჩებში სტვენდნენ ზანგების ჰნგებს.მღეროდნენ ზანგების სიმღერას. ცეკვავდნენ ზანგების ცეკვას. "rag revue"გახდა ყურადღების შუაგული. რადიო ჰფენდა ყოველი მხრით მის გამარჯვებას.გაზეთები სწერდნენ გაცხარებით ჟურნალები ათავსებდნენ ზანგების სურათებს. მათში გამოირჩეოდა მოცეკვავე ბოდი (budy).ხშირად ზანგებთან ეთად დასურათებული იყო:ლეიკიც, პელეტიეც,პეტერეციც. "ზანგი" გახდა პრობლემა:მუსიკაში, მხატვრობაში,რიტმიკაში. "ზანგი" იქცა კულტურის პრობლემად. მკვლევარნი ათaსნაირ უდგებოდენ საკიტხს. იყო მიმდევარიც და იყო შემტევიც-"ზანგურის".შემტევთა ბანაკი უფრო მეტი იყო, ვიდრე მიმდევართა.მაგრამ ლეიკს ეს არ აწუხებდა."ოღონდილაპარაკონ,და, სულ ერთია,რას ილაპარაკებენ":ფიქრობდა გამარჯვებული. ერთ წარმოდგენაზე ერთ მოხუცს აღშფოთებით გული გაუსკდა:გარდაიცვალა.გაზეთებმა მორთეს განგაში.ხრონიკა იმასაც აღნიშავდა, რომ გარდაცვლილი ენტუზიასტი იყო კლასიკური მუსიკის.მისტერ ლეიკ კი ჩუმად იღიმებოდა:ასეთ რეკლამას მისი ჭრიახი ფანტაზიაც ვერ გამოიგონებდა.

მისტერ ლეიკთან ხშირად იკრიბებოდენ სტუმრები. ეხლაც მასთან ჩაის შეექცეოდნენ.აქ იყო მაკ კოლახ.აქ იყო პელეტიე, აქ იყო კიკო პეტერეც.იყო კიდე რამდენიმე სტუმარი:რიგი ლიტერატურიდან,რიგი მხატვრობიდან,ზოგი თეატრიდან,ზოგი კინოდან.იყო კავლლაც. ჟანნეტ სტუმრებს თავს ევლებოდა ხალისით, განსაკუთრებით კავალას (რაღაც გადამეტებულ თავაზით).ლეიკ და მაკ კოლახ შაჰმათს თამაშობდნენ.ლეიკს სურდა,"მაღალ"სტუმარს მოეგო,რომელსაც იგი,როგორც მაგნატს,ისე უყურებდა. ლეიკ უფრო ძლიერი მოთამაშე იყო ვიდრე მაკ კოლახ.

საჭირო იყო საკმაო დახელოვნება, რომ ამერიკელს ლეიკის ჩუმი სურვილი არ შეემჩნია.ამაში ლეიკს შეუცნეველ ერთი-რამ უწყობდა ხელს: ლეიკს არ ასვენებდა იულიოს კეისარის ნიჭი-ორ საგანზე ერთდროული ფიქრი.აი ახლაც:თამაშობდა შაჰმათს გულდასმით და თანვე ირგვლივ გჩაღებულ საუბარიდან ერთი სიტყვაც არ ეპარებოდა. არ ეპარებოდა-მაგრამ თამაშში უმჩნევ ყურადღება აკლდებოდა.საუბარი იხვეოდა მრავალი საგნის გარშემო, მაგრამ ბოლოს ისევ ჯაზს უბრუნდებოდა.მოჰყავდათ გაზეთების აზრი. ბჭობდნენ. კამათობდნენ.
ერთი ავტორი სწერდა: ოცი წლის წინად:"მომავალი ქამის" შესახებ ერთმა მწერალმა იწინასწარმეტყველა. წინასწართქმულის ასრულებას დიდი ხანი არ დასჭირვებია: ქამი მოვიდა უკვე. მოვიდა არა თუ მეტაფიზიკურად, არამედ ფიზიკურად:ქამი მისი ნაშიერით-ზანგით. ნოეს მეორე ძე თხიულობს მემკვიდრეობის ხვედრს. ძია თომას ქოხიდან მოდის ახალი კაცი და ახალი ნათელი. ყოველი მფლობელი (მონების)კალიფორნიიდნ თუ ლუიზიანადან დღეს კლარიჯში ხტუნავს გუშინდელ მონების რიტმებით. ზანგი მოდის ევროპაში თავის ჯაზით. შესაძლოა, მისმა მაგარმა რიტმებმა მართლაც გაანაყოფიერონ ევროპის მოდუნებული ყოფა.მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ქამმა შექმნას რაიმე არა-ქამური...

მეორე სწერდა: დააკვირდით ამ ზანგებს. ტანი:თითქო ფლორენციის ბრინჯაოსაგა ჩამოსხმული, რომელსაც ოდენ სიმწვანე დაგაჰკრავს.ჩამოსხმული თითქო მითოლოგიურ როდენის მიერ: დახვეწილი, დათასმული, დაოკილი. ყოველი ნაკვთი-ბუნების ლხინი და ყოველი კუნთი-მზის ხალისი. ზანგების გოგოები: ასეთ თასებად აკვრივებულ ძუძუებს ვერ გვიჩვენებს ვერც ჰელლენური და ვერც ეტრუსკული ვაზა. ტორსი ზანგის ტილო, რაღაც სასწაულები. და იმავე დროს: სახე-მახინჯი და საშინელი. ძვალმაგარი ყბა ("ყბაჩა") , პირი ხარბად გარღვეული თითქოს ყურებამდე, მსუქანი, ხორცა ლაშები, ფართო თვალები შავკანიანთა კერპების, ცხვირი ბულდოგის. საოცარი ტანი და შემზარავი თავი. მარტო "ანიმალობა" (ცხოველობა), მარტო "ვიტა ლობა" ცოცხლეულობა. სუნიც ხომ უდის მძაფრი ზანგის სხეულს: ოფლიან ცხენს თუ ხარს მუშკი წაუსვა-ასეთია:რასსა-მაგარი. რიტმი-ცხელი. მაგრამ კულტურა? ნუ ვიკითხავთ: ვინ დაიჯერებს "უთავოდ" შექმნილს!..
მესამე ავტორი თითქო ფილოსოფიურ ყალიბს აძლევდა მეორის აზრს.იგი სწერდა:ზანგებს აქვთ"სული", მაგრამ არა აქვთ "ჰარი".(Geist, Esprit, ).ვეჭვობ, ზანგებს "ჰარის" გამოსათქმელი სიტყვაც ჰქონდათ. კულტურა კი "ჰარის" ნაყოფია. ზანგს აქვს გზნება, მართლაც საოცარი. მაგრამ ეს არის "სენსუალობა"
სხვა არაფერი...
მეოთხე სწერდა:ზანგების რასსა ცხელა. მათი რასისული ელემენტი ცეცხლია:ფიზიკის წვა(ალბათ მისთვის არიან გარჯულნი და განახშირებულნი).ფიზიკის წვა.მეტი არაფერი.მათი რიტმი და მუსიკა?უთუოდ მაგარი,უთუოდ ველური.ველური -და სხვა არაფერი.ჯაზის რიტმებში:"ხორცია" და არა "სხეული'. "ხოში" და არა "ლტოლვა", "ხურუში "და არა "ტრფიალი", "მრუშობა" და არა "ეროსი", "ლოთობა"და არა "სირთვრალე","თავგასულობა" და არა "თავდავიწყება".რა საწიროა თავის მოტყუება?!
იყვნენ დამცველებიც. ამათ შორის მეტი წილი იყო:პოეტებიდან.მხატვრებიდან,არტისტებიდან.ხოლომომხრენიც და მოპირისპირენიც ერთიან აფრთოვანებული იყვნენ ჯაზის სქელი ტემბრის საოცარი მურებით,ემოციური ჟღენთით და სიკვრივით,ფიზიკური გახელებით. მაგრამ ჯაზზე უფროერთიმ მოცეკვავე რევდა ყველას:ზანგი ბოდი.მას ადარებდნენ ჟოზეფინა ბეკერს...



Comments: 0 Views: 6579
Login Password
advanced... ( / Registration )

Subject

In the text you can use Wiki or HTML tags.




Who is active on the site?
Anonymous: 3, Registered: 0 (?)

Abuse | Hosted by MyLivePage | | Design by NoMe | © Kolobok smiles, Aiwan